“სიბრძნის წუთი”
თავსატეხების მოყვარულმა ძველი ეგვიპტის ფარაონმა ოცდამეექვსე დინასტიიდან – ამასის II-მ (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 570-526 წლებში),სიბრძნით გამორჩეულ ერთ-ერთ ძველბერძენ სწავლულსა და საზოგადო მოღვაწეს – პრიენელ ბიანტეს (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში),სამსხვერპლო ცხოველი გაუგზავნა და შეუთვალა,რომ ამოეკვეთა ხორცის ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი ნაწილი და ის კვლავ უკანვე დაებრუნებინა.პრიენელმა ბიანტემ შესანიშნავად განსაჯა ამასისის თხოვნა: მან სამსხვერპლო ცხოველს მხოლოდ ენა ამოაჭრა და ისე გაუგზავნა უკანვე ეგვიპტის ფარაონს.მისმა დიდებულმა გადაწყვეტილებამ ეგვიპტის ფარაონი აღაფრთოვანა,ხოლო პრიენელი ბიანტეს სახელი ერთი-ორად განადიდა. (ავტორი გენია.ჯი)