რა მიზნით დაიწერა რომანი – “ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში”?
1617 წელს მინის დინასტიის ეპოქის ჩინეთში დაიწერა რომანი,სახელწოდებით - “ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში”,რომელიც გაჯერებული გახლდათ ეროტიკული სიუჟეტებით.ამაში ალბათ გასაოცარი და საყურადღებო არაფერი იქნებოდა,რომ არა აღნიშნული ნაწარმოების შექმნის უმთავრესი მიზანი და მოტივი.მიუხედავად იმისა,რომ რომანი ფსევდონიმით – “ლანლისკელი დამცინავის” სახელით გამოიცა,სპეციალისტებმა და მკვლევარებმა მაინც შეძლეს ნაწარმოების სავარაუდო ავტორის ვინაობის დადგენა და იგი გახლდათ ვინმე - ვან შიჩჟენი.გადმოცემის თანახმად,ვან შიჩჟენის მამა მოკლული იქნა ჩინეთის იმპერატორის – ჩჟუ ჰოუცუნის სასახლის კარზე მოღვაწე მეტად გავლენიანი არისტოკრატის ვაჟის – იან შიფანის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) მამის სასტიკმა მკვლელობამ შიჩჟენს შურისძიებისაკენ უბიძგა.მან გაარკვია,რომ მისი მშობლის მკვლელს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და განსაკუთრებით კი უჩვეულო შინაარსის მქონე წიგნები.სწორედ ამიტომ,შურისმაძიებელმა ახალგაზრდა კაცმა დაწერა ეროტიკული სიუჟეტებით დატვირთული რომანი – “ქლიავის ყვავილები ოქრის ვაზაში”,რომლის ხელნაწერი ფურცლების თითოეული კუთხე მომწამლავი ნივთიერებით – დარიშხანით გააჯერა.ვან შიჩჟენმა მას შემდეგ,რაც რომანი სრულყო,იგი თავისი მამის მკვლელს პირადად მიჰყიდა.მალევე კი ცნობილი გახდა,რომ იან შიფანი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა… გარდა იმისა,რომ “ლანლისკელმა დამცინავმა” ამ მეტად უცნაური მეთოდით იძია შური მამის მკვლელზე,მდიდარ ჩინურ ლიტერატურის კიდევ ერთი ძალიან კარგი ნაწარმოებიც შემატა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. რომანის – “ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში” ავტორად,სხვადასხვა ვერსიების თანახმად, 80-მდე ჩინელი ლიტერატორი განიხილება,თუმცა,ყველაზე რეალურ კანდიდატად მათ შორის მაინც – ვან შიჩჟენს მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი)