მადლენ დე სკიუდერის შესახებ…
“ფემინიზმის” წინამორბედად ცნობილი დიდი ფრანგი მწერალი ქალი და პრეციოზული ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი - მადლენ დე სკიუდერი (1607-1701 წლები),მის მიერ დაწერილ გალანტურ-გმირული ჟანრის ნაწარმოებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ძმის – ჟორჟ დე სკიუდერის სახელით აქვეყნებდა.თავის მხრივ,ჟორჟიც აღიარებული პოეტი და დრამატურგი გახლდათ,რის გამოც მკვლევარების ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ მადლენის შემოქმედებაში დიდ როლი სწორედ მან ითამაშა და დიდი დახმარებაც გაუწია მას. (ავტორი გენია.ჯი) ექვსი წლის ასაკში დაობლებულმა გოგონამ შესანიშნავი განათლება ბიძის უშუალო დახმარებით მიიღო.პარიზში,ძმასთან საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ,ხშირად სტუმრობდა მადამ დე რაბუისის ლიტერატურულ სალონს.მოგვიანებით მანაც გახსნა ასეთივე სალონი,რომელსაც სტუმრობდნენ იმ პერიოდის ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ – ლაროშფუკო,მარი მადლენ დე ლაფაიეტი,მადამ დე სევინიე და სხვები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში არა მარტო თავისი სახელით არ გამოუქვეყნებია არც ერთი რომანი,არამედ არც არასოდეს დაქორწინებულა.თავის დაუქორწინებლობას იმით ამართლებდა,რომ მისივე განმარტებით – განსაკუთრებულ პატივისცემას განიცდიდა “პლატონური სიყვარულისადმი”.თუმცა,”ზედსახელად “საფოდ” წოდებული მწერალი ქალის შესახებ მისი თანამედროვევბი ირწმუნებოდნენ,რომ მადლენის დაუქორწინებლობის უმთავრესი მიზეზი,მისი ერთობ შეუხედავი ფიზიკური გარეგნობა გახლდათ.მიუხედავად თავისი ნაწარმოებების ძმის სახელით გამოქვეყნებისა,საიდუმლოს ფარდა მოგვიანებით,თუმცა,მაინც აეხადა.სკიუდერის შემოქმედების განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებული – ლუი XIV,რომლის ბრძანებითაც გამოიცა კიდეც მადლენის გამოსახულებიანი მედალი.მადლენის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებად მიჩნეულია – “კეისრის სიკვდილი”,”კომედიანტების კომედია”,”ტირანული სიყვარული”,”იბრაჰიმი ანუ დიდი ფაშა”,”ალმაჰიდა” და “არტამენი ანუ დიდი კიროსი”.მადლენ დე სკიუდერი გარდაიცვალა 1701 წლის 2 ივნისს პარიზში.მისი ნაწარმოებების მიმართ ინტერესი კი მკითხველში დღემდე არ განელებულა. (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ დე სკიუდერი