რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ის მოვლენა,რომელიც 1833 წელს დაფიქსირდა,ოსმალეთის იმპერიის საგრძნობლად დასუსტების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა.საყურადღებოა,რომ ანალოგიური მოვლენის განმეორების პერსპექტივა დღესაც საკმაოდ აქტუალურად განიხილება.დაასახელეთ,რა გახდა ოსმალეთის იმპერიის დაუძლურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი და რა ანალოგიური მოვლენის განმორების პერსპექტივა არსებობს დღეს? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: ერთ-ერთ გერმანელ სკოლის მასწავლებელს – ვილჰელმ კარლ იოჰან კონრად კოხს (1846-1911 წლები), XIX საუკუნის შუა ნახევარში ადანაშაულებდნენ იმაში,რომ მან გერმანიაში “ინგლისური დაავადება” შეიტანა.დაასახელეთ,”ინგლისურ დაავადებაში” რა ჰქონდათ მხედველობაში?
შეკითხვა მესამე: წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობა – მაორები,შვიდი ტომის ხალხად იყოფიან.ესენია – აოტევა,ტოკომარუ,ტაკიმუტუ,არავა,მატატუა,კურახაულო და… დაასახელეთ მაორი ხალხის მეშვიდე ტომელთა სახელწოდება.
* * * * * * *
პასუხი პირველი: 1833 წელს,მას შემდეგ,რაც საბერძნეთმა ოსმალეთის იმპერიისაგან მოიპოვა დამოუკიდებლობა,ხმარებაში შემოიღო ეროვნული ვალუტა – დრაჰმა,რამაც ოსმალეთის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა და შესაბამისად დაასუსტა კიდეც იგი.დღესდღეობით,საბერძნეთი კვლავაც ცდილობს ევროზონიდან გამოსვლას და ხმარებაში კვლავაც – დრაჰმის შემოღებას.
პასუხი მეორე: ვილჰელმ კარლ იოჰან კონრად კოხი ფიზმომზადების გაკვეთილებზე,მოსწავლეებს ფეხბურთს ათამაშებდა და მას ტანვარჯიშის ერთ-ერთ სახეობად განიხილავდა.შესაბამისად,გერმანელები “ინგლისურ დაავადებაში” – ფეხბურთს გულისხმობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მესამე: ტაინუიო.