ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან – “ანა კისერზე” და “ტრამალი”
“ერთი ჭკუა კარგია,ორი კი მთლად უკეთესი.ღმერთი ზოგ კაცს ერთ ჭკუას აძლევს,ზოგს ორს,ზოგს კი სამსაც… კი,კი,მართალია სამს.ერთი ჭკუა დაბადებით დაგყვება,მეორე სწავლით გემატება,მესამეს კი კაი ცხოვრება გაძლევს.ისე კი,ძმაო,სამი ჭკუა თუ გაქვს,სიცოცხლეს კი არა სიკვდილსაც გაგიადვილებს”.
* * *
” – პავლე მოციქული გვასწავლის: მოძღვრებასა მრავალ სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთო.რა თქმა უნდა,ეს თუ კუდიანობა ან საულივით საიქიოდან სულების გამოძახება იქნება,ან ისეთი მეცნიერება,რომელიც არც შენ მოგიტანს სიკეთეს და არც სხვას,ამას სჯობია სულაც არ ისწავლო.ის უნდა ისწავლო რაც ღვთისაგან დალოცვილია”.
* * *
“სიკვდილს რა უშავს,კარგია,ოღონდაც უზიარებლად არ ვარგა.იმაზე ცუდი არაფერია,როგორც უზიარებელი სივდილი.ამისთანა სიკვდილი ეშმაკის ზეიმია”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბედნიერი კაცის დანახვაზე ყველას მოუნდება ბედნიერება”.
* * *
“მოვა ხანი და უნდა ისწავლო.აბა,შენ იცი,გულისყური და მუყაითობა გამოიჩინე.საზეპიროს მოგცემენ,დაიზეპირე,მოყოლას შენი სიტყვებით მოგთხოვენ,შენი სიტყვებით მოჰყევი.იმეცადინე,რომ ყველა მეცნიერება შეისწავლო.ზოგმა დიდებულად იცის მათემატიკა,პეტრე მოგილაზე კი არაფერი სმენია,ზოგმა პეტრე მოგილას ამბავი იცის მხოლოდ,მთვარეზე კი ვერაფერს გეტყვის.შენ ისე ისწავლე,ყველაფერი იცოდე! ისწავლე ლათინური,ფრანგული,გერმანული… ცხადია,გეოგრაფია,ისტორია,ღვთისმეტყველება,ფილოსოფია,მათემატიკაც უნდა იცოდე… ამას ყველაფერს მუყაითად,ღვთის შეწევნით რომ შეისწავლი,მაშინღა შეუდექი სამსახურს.როცა ყველაფერი გეცოდინება,გზასაც ადვილად გაიკვლევ.შენ ოღონდ ისწავლე და სიკეთით აღივსე,თორემ ღმერთი თვითონ გიკარნახებს მერე,ექიმი გამოხვიდე,მოსამართლე თუ ინჟინერი…” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ამქვეყნად ყველაფერზე მაღლა ზნეობა და რელიგია დგას”.
* * *
” – ყოველმა კაცმა უნდა იცოდეს თავისი მოვალეობა!”
* * *
” – ეეჰ,ფულო,ფულო! რამდენ დარდს უჩენ ადამიანს!”