ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “ემიგრანტები”

“სამწუხაროდ,ბრიყვები უფრო მეტნი არიან,ვიდრე უნდა იყვნენ”.

* * *

” – დავიწყება ჭკვიანურია,მაგრამ არც ისე ადვილი…”

* * *

“დიდ საუბარს ყოველთვის მეტი მოხალისე ჰყავს,ვიდრე პატარა საქმეს…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“დღეს ნავთობი დროშაა.ტრანსპორტი ნავთობია.ქიმიური ინდუსტრია ნავთობია… სამხედრო და საზღვაო ძლიერება ნავთობია… ნავთობი ცივილიზაციის სისხლია”.

* * *

“როგორ უფრთხილდება ადამიანი თავის უსუსურ კეთილდღეობას! ოღონდაც კაკლის ნაჭუჭი მიეცი და მის შუაგულში მიემალება ყველა კოშმარს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – რევოლუცია გაჭირვებისა და ტანჯვის გარკვეულ ზღვრამდე მიყვანილი ხალხთა მასების უკმაყოფილების აფეთქებაა.დროებით მოვეშვათ ზნეობრივ შერფასებას.რევოლუცია სპობს უკმაყოფილების წარმომშობ მიზეზებს,სპობს,მაგრამ თვითონ არასდროს არ იქცევა შემოქმედ ძალად… მირაბო,დანტონი,რობერსპიერი მხოლოდ დამანგრევლები იყვნენ…

- რევოლუცია შობს კონტრრევოლუციას.ორივე ძალა ებმება ბრძოლაში.აქაც მოვეშვათ ზნეობრივ შეფასებას… თუ რევოლუცია ბიოლოგიური კანონია,რომელიც გარდაუვალად წარმოიქმნება მაშინ,როცა ძველ საზოგადოებას უკვე აღარ შეუძლია ახალი თაობა გამოკვებოს,მაშინ კონტრრევოლუცია ასეთივე ბიოლოგიური კანონია ძველი საზოგადოების თავის გადარჩენისა… ამგვარად ორივე ეს ძალა ერთი და იმავე ტალღის ამპლიტუდებია… თუ რევოლუცია ქაოსი,ანაქრქია,ნგრევაა,კონტრრევოლუცია გააფთრებული წინააღმდეგობა,სასჯელის,დასჯის წყურვილია,იგივე ქაოსია…”

* * *

“ბოლშევიკები არიან სიკეთის მიღმა მდგომი ხალხი,ცივილიზაციიის დამამხობელნი.ცივილიზებულთათვის სხვა კანონები არსებობს,კანიბალებისთვის – სხვა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>