ამონარიდები ნოველებიდან…

“უცნაური რამ ადგილია ეს დედამიწა! ორი რასა დასახლებულა აქ,სულიერად და რამდენადმე ფიზიკურადაც ერთიმეორისაგან სრულიად განსხვავებული: “მდიდრებად” და “ღატაკებად” წოდებული ტომი.ამ ორი სიტყვის – “მდიდრები” და “ღატაკების” – მნიშვნელობა კი ვერაფრით ვერ დავაზუსტეთ,რამეთუ ცუდად ვიცით აქაური ენა”. – (პირველი ცნობა დედამიწის შესახებ)

* * *

“ადამიანები,რომელთაც რაიმე ბიწი მოსდგამთ,დასაწყისში თავს ებრძვიან,მაგრამ თანდათან სისუსტე სძლევთ,სურვილს ვეღარ უმკლავდებიან,გულს იიმედებენ,მაინც ვერავინ ამჩნევს ჩვენს ბიწიერებასო და თავდავიწყებით ეძლევიან ვნებას.ზოგს პირიქით ემართება,თავიდანვე ისე შეიპყრობს,ძვალ-რბილში ისე გაუჯდება ბიწი,თვითონ ვეღარც კი გრძნობს”. – (ძუნწი)

* * *

“რომელი უფრო უნდა მიგვაჩნდეს მეგობრად? ვინც ამხანაგზე ჭორს ყურს მოჰკრავს,ხელად ჩაუკენკავს,თან არწმუნებს,რომ მისი გაფრთხილება უნდა,რომ თვითონ მის მხარესაა,იცავს,ექომაგება? თუ ის,ვინც ენას არ მიუტანს ძმაკაცს? მე უფრო მეორე მომწონს.პირველი მხოლოდ სიტყვითაა მეგობარი,გულის სიღრმეში უხარია კიდეც,თუ ცუდს გაიგონებს თქვენზე,ზურგსუკან დაცინვასაც არ გაკლებთ,ოღონდ ფრთხილობს,არ უნდა თქვენს ყურამდე მოაღწიოს მისმა ნათქვამმა და სამუდამოდ ჩამოშორდეთ”. – (ბარიბარსა ვართ) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“უმუშევრისთვის უმუშევრობა ავადმყოფობასავითაა,უნდა ცდილობდეს,რაც შეიძლება მალე უშველოს თავს,თორემ სული გასძვრება.ვისაც სამუშაო აქვს,იმისთვის ეპიდემიაა,უნდა გაფრთხილდეს,რომ არ დაავადდეს,ესე იგი უმუშევარი არ დარჩეს”. – (ინდიელი)

* * *

“დამიჯერეთ,თავი მოიდრიკეთ,ნურასოდეს დაჩაგრავთ სხვას.იცოდეთ,სჯობს ასჯერ მოითმინოთ შეურაცხყოფა,ვიდრე თვითონ ერთხელ მაინც შეურაცხყოთ ადამიანი.ხომ გაგიგონიათ: ნუ უთხრით სხვას ორმოს,თორემ თვითონ ჩავარდებით შიგო.როგორი ალალიც არ უნდა იყოთ,თუ ქედმაღლობას არ მოერევით,მაინც ჩაგადენინებთ დანაშაულს… იესო ქრისტეზეც ხომ იხმარეს ძალა,აწამეს,ჯვარს აცვეს,მაგრამ იმან თავის მტრებს მიუტევა…” – (ნახვამდის) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ასეა,სახე რომ დაემანჭებათ,ღვთისმოსავები ხდებიან.ახალგაზრდობაში კი,როცა ნაოჭები არა ჰქონდათ,იცოცხლეთ,დროს გემოზე ატარებდნენ”. – (კარგად აწონილ-დაწონილი რისკი)

* * *

“საბოტაჟი სახელმწიფოს წარმოებაში,საყოველთაო დოვლათის ხელყოფაა.აქედან გამომდინარეობს ის,რომ თუ კაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა ცოლი,ამით მარტოოდენ თავის ოჯახს მიაყენა ზიანი.საბოტაჟის მომწყობს კი მილიონობით ადამიანისთვის მოაქვს ზარალი და გაცილებით მკაცრადაც ისჯება”. – (ძეგლი)

* * *

“სტატიებში ამტკიცებენ,რომ შეერთებულ შტატებში ბედნიერება ხელმისაწვდომი რამაა,თითქმის ყველას აქვს,მაგრამ ამერიკა შორსაა, – ძალზე შორს”. – (ვიტრინაში გამოდგმული ბედნიერება)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>