კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური რომანიდან – “დავით აღმაშენებელი”

“ვინც არავისთან თათბირობს,ხშირად იგი მიიღებს საუკეთესო თათბირს.რადგან ექვსი ყურის მიერ მოსმენილი საიდუმლო ექვსჯერ ექვსი პირის მოსათხრობი გახდება ხშირად”.

* * *

‘ჰოი,რა ძნელია ძალოვანისთვის,როცა დუხჭირ ასპარეზს მიუჩენენ მას.მიანიჭეთ ლომს უდაბნო ვრცელი,ტაიჭს – საჯირითო ასპარეზი,ხოლო ვაჟკაცს გულოვანს – ველი თვალშეუდგამი”.

* * *

“გულახდილობა სიცუნდრუკის ნიშანია ხშირად”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ტირილი გვმართებს და გოდება,რადგან არაფერია სანუგეშო ამ საწუთროში”.

* * *

“ოჰო,ამქვეყნად ბევრი ისეთი რამეა,რაც უდიდეს ბრძენთაც აროდეს მოელანდებათ”.

* * *

“არც ისაა მართალი,თითქოს მეფენი ყოვლისშემძლენი იყვნენ და მათ შეეძლოთ ყოველ წუთში ისეთი რამ მოიმოქმედონ,რასაც კაიკაცობა და გულჩვილობა უკარნახებთ მათ.

ამქვეყნად ყოვლისშემძლე თავათ უფალია ერთი.მე რომ ყოვლისშემძლე ვყოფილიყავი,კაცი არ დარჩებოდა ბორკილაუყრელი ჩემს საბრძანისში”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მე აგრე მგონია,ყოველი კაცი იმას უნდა ცდილობდეს,ქადილის დროს შემოდგომის ქუხილს როდი მიბაძოს,ამაოდ მოგრუხუნეს ეთერში,არამედ გრგვინვას გაზაფხულისას,წვიმების მოსვლას რომ გვაუწყებს წინასწარ”.

* * *

“ჰაი,ჰაი,რომ უომრად მშვიდობა ვერ იქნება,ჩემო საბიავ,ისე,როგორც ცეცხლი – უკვამლოდ,ცხენი – უნალოდ,რაინდი – უხმლოდ და წისქვილი – უღაროდ”.

* * *

“უდიდესი ტკივილები უნდა მივუზღათ ხშირად უძვირფასეს ადამიანებს და ჩვენ უმწეონი ვართ,შევუმსუბუქოთ ეგ სიმძიმილი მათ”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“სიჭაბუკე ფოლადივით ფიცხია,ხოლო სიჭარმაგე – ტალია ხალასი.ეგ ფოლადი იმ ტალს თუ არ გაეკარა როგორ გაჩნდება ცეცხლი?”

* * *

“მხოლოდ მარდისთვის და მამაცისათვის მიუბოძებია ეს ქვეყანა არსთა გამრიგეს”.

* * *

“შლეგის ნათქვამიდანაც იცოდე: დიაცი აროდეს არჩიო ომს,რადგან დიაცი მხოლოდ მაშინაა ტკბილი,როცა ომის ნაალაფარში მოჰყვება იგი”.

* * *

“ბორკილი და ტაჯგანაგი მე არასოდეს გამომელევა ჩვენი ქვეყნის ორგულთა და ქვეგამხედვართათვის,ეგ იცოდეს ყველამ”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>