მაქსიმ გორკის რომანიდან – “დედა”

1. “საწყენია,მაგრამ ადამიანს არ უნდა დაუჯერო,მისი უნდა გეშინოდეს და გეზიზღებოდეს კიდეც! ადამიანი გაორებულია.აბა,როგორ უნდა აპატიო ადამიანს,თუ ის ტყის ნადირივით მოიწევს შენზე,არა სწამს,რომ შენც ცოცხალი არსება ხარ და შენ ადამიანობას პანღურსა ჰკრავს?ასეთი რამის პატიება არ შეიძლება! არ შეიძლება-მეთქი.მე ჩემი თავი კი არ მაწუხებს,მე ყოველგვარ წყენას ავიტან,მაგრამ მოძალადეების გათამაშება არ მინდა; არ მინდა,რომ ჩემს ზურგზე სხვების ცემას სწავლობდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “ოჰ,ღმერთო! რამდენი ადამიანია დედამიწის ზურგზე და ყოველი მათგანი თავისებურად კვნესის.მაშ სადღა არიან ისინი,ვინც მხიარულობენ?”

* * *

3. ” კარგია,როცა ადამიანები უბრალოები არიან!”

* * *

4. “ჩვენ ყველას მწუხარება საკუთარი ტყავივით გვაკრავს,მწუხარებით ვსუნთქავთ,მწუხარებით ვიმოსებით.სატრაბახო არაფერია.თვალები ხომ ყველას ამოლესილი არა აქვს,ზოგი თვითონვე ხუჭავს თვალს”.

* * *

5. “გახსოვდეს დედა,რომ ღმერთმა ადამიანი თავისივე სახის მსგავსად შექმნა,მაშასადამე,თვითონაც ადამიანის მსგავსია,რადგან ადამიანი ხომ მასა ჰგავს! ჩვენ ღმერთს კი არა,ტყის ნადირებსა ვგავართ”.

* * *

6. “უსამართლო და დუხჭირია ჩვენთვის ეს ცხოვრება,მაგრამ თვითონვე გვიხელს თვალს,გვაგებინებს თავის სიმწარეს და თვითონვე გვასწავლის,როგორ უნდა დავაჩქაროთ მისი მსვლელობა”.

* * *

7. ” – ადამიანი უნდა გადაახალისო.თუ მუნი შეეყარა,აბანოში უნდა წაიყვანო,დაბანო,სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა და მორჩება,ხომ ასეა? მაგრამ,როგორ უნდა გაასუფთაო კაცი სულიერად? ესაა საქმე! აი!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

8. ” – განა არის ქვეყანაზე ისეთი ადამიანი,ვისთვისაც წყენა არ მიუყენებიათ? იმდენი წყენა მინახავს,რომ გული დამელია.რას იზამ,როცა ხალხს სხვაგვარად არ შეუძლია? წყენა საქმეს ხელს უშლის,წყენის აყოლა დროის ფუჭი დაკარგვაა! ასეთია ცხოვრება! მე წინათ ხალხზე ვჯავრობდი,მაგრამ როცა დავუფიქრდი,მივხვდი,რომ არა ღირს.ყველას ეშინია,მეზობელმა არ დამარტყასო და ცდილობს დაასწროს და პირველმა თვითონ სთხლიშოს ყურის ძირში,ასეთია ცხოვრება!”

* * *

9. “საიდუმლოების ადგილი ჩვენი წმიდა,მოციქულთასწორი ეკლესიაა”.

* * *

10. “კარგი ადამიანისათვის ყველაფერს მოითმენს კაცი”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>