ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – „ჩიტი აღმოსავლეთიდან”…
„აღმოსავლეთის წინასწარმეტყველები მიხვდნენ, რომ თანასწორობის დამყარება ამქვეყნად შეუძლებელია და მათ არ ძალუძთ ამქვეყნიური სამეფოს დაყოფა-დანაწილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ამიტომაც ამ დაყოფაში ზეციური სამეფო შემოიტანეს და ხალხისთვის მიწისა და ზეცის დანაწილების საფუძვლად აქციეს პრინციპი – ვისაც ამქვეყნიური სამოთხე არ ხვდებოდა წილად, მას ზეციურ სამოთხეში ენახებოდა უფლება!..ეს მშვენიერია!.. ეს პრინციპი რომ გაგრძელებულიყო და ეს რწმენა დღემდე შემონახულიყო, მთელი სამყარო ამ გავარვარებულ თონეში მოიხარშებოდა!.. მაგრამ დასავლეთმა მოინდომა, რომ მასაც ჰყოლოდა წინასწარმეტყველნი, ამ პრობლემას ახლებურ შუქზე რომ გადაუჭრიდნენ. ეს შუქი კი ამჯერად მიწის სიღრმიდან აღმოცენდა და არა ზეციური სიმაღლეებიდან!.. ეს თანამედროვე მეცნიერების შუქია! მოვიდა ჩვენი წინასწარმეტყველი კარლ მარქსი, თავისი მიწიური ეგანგელე – „კაპიტალი” მოგვიტანა და მოინდომა სამართლიანობის დამყარება ამქვეყნად, მხოლოდ მიწა გაუნაწილა ხალხს და ზეცა დაივიწყა! და რა მოხდა?!.. მოხდა ის, რომ ხალხი ერთმანეთს ყელში სწვდა და სასაკლაო გაიმართა კლასებს შორის ამ მიწის დასატაცებლად!..”
* * *
„ – რეალობა და პირდაპირი პრაქტიკული გზები და მეთოდები?!.. ეს ზუსტად ცხოველის მთელი ცხოვრებაა!.. ერთადერთი გამყოფი ზღვარი ადამიანსა და ცხოველს შორის – ეს ფანტაზიაა! იმ დღეს, როცა ცხოველი შეძლებს, ერთი წუთით მაინც იცხოვროს რეალობასა და მატერიის მიღმა… იმ დღეს, როცა ცხოველი შეძლებს, მთვარის შუქით განათებულ ღამეში ნადავლზე ნადირობის ნაცვლად ოცნებას მიეცეს, ეს იქნება ბოლო დღე მისი ცხოველობისა… ოცნება ეს ის ზეციური სამყაროა, რომელშიც ცხოველი ვერ შედის!.. ფანტაზია იმ უპირატესობისა და აღმატებულების გვირგვინია, რომელიც ადამიანს გამოარჩევს!..” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რწმენა ხელოვნურად არ იქმნება. ის ან აქვს ადამიანს, ან არა. როცა მას ვკარგავთ, ის ხელმეორედ არ გვიბრუნდება და თუ გვიბრუნდება, ძნელად თუ ბრუნდება პირველადი სახით”.
* * *
„ – დიახ, მონათმფლობელობა არ გადაშენებულა, ყოველ ეპოქას თავისი მონობა ახლავს და თავისი მონები ჰყავს…”
* * *
„ – კარლ მარქსმა მატერიალიზმის, სიძულვილის, სიხარბისა და რბოლის ბომბი ჩააგდო ხალხში, როცა გააგებინა მათ, რომ არაფერი არ არსებობს მიწის გარდა, როცა ზეცა სათვალავიდან გამოთიშა, რადგანაც თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება ზეცას არ ცნობს!.. აღმოსავლეთის წინასწარმეტყველებმა კი მოთმინებისა და იმედის ყვავილი ჩანერგეს სულებში, როცა ხალხს უთხრეს: „მიწას ნუ გამოეკიდებით, მიწა ყველაფერი როდია!.. არის სხვა რამ, მიწისგან განსხვავებული და ეს სხვა რამ დაგინაწილდებათ თქვენ!.. ადამიანი არ ცოცხლობს მხოლოდ პურით და არც მხოლოდ პურისთვის ცხოვრობს!.. ეჰ!.. აღმოსავლეთის წინასწარმეტყველნი ნამდვილი გენიოსები იყვნენ!..” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საჭიროა ხანგრძლივი მოთმინება და ჯდომა ტაძართა ზღუბრლსა თუ მეფეთა კარზე, კეთილგანწყობის მოპოვება მიზნის მიღწევის წრფელი სურვილით! ხელოვნებასა და სიყვარულში მოთმინება სწორედ რომ გასაღებია გზისა!”
* * *
„სულს ისე არაფერი მიმძიმებს, როგორც მდუმარე მსვლელობა მიცვალებულის კატაფალკის უკან”.