უილიამ შექსპირი – “სონეტი XVI”

რად არ გწადია,შეებრძოლო სისხლიან ტირანს,

ჟამთასრბოლაში მეუფებით თავს რომ იწონებს?

იქნებ გგონია,მარადიულს მოგიჩენს ბინას

და ამ ლექსივით ხელს მოწყალედ გამოგიწოდებს?

* * *

იქნებ გწადია,სიჭაბუკის შეგრჩეს სიმდიდრე,

იქნებ იმ ბაღში შესვლის ფიქრიც არ გეკარება,

რაიც მომავლით მოგიმრავლებს საგანძურს,ვიდრე

მოსპობს შენს კალმითნახატობას ცრუ ნეტარება.

* * *

ვიდრე დრო-ჟამით ნაქანდაკარ სიკვდილს ვეწვევით,

ვიდრემდე ებრძვის მის საჭრეთელს ჩემი კალამი,

ადამის შვილთა მოდგმის წიაღ მადლის შეწევნით

გზა გაიკვლიე სიცოცხლისკენ გასაკვალავი.

* * *

სხვას უწილადე,რაც გაქვს კარგი ამ გზა-სავალში,

და შენც იცოცხლებ შენ მშვენიერ შთამომავალში!

კომენტარის დატოვება