რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: მას შემდეგ,რაც 1966 წლის 26 მაისს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თანამედროვე სახელმწიოფომ – გაიანას კოოპერატიულმა რესპუბლიკამ (უწინდელი ბრიტანული გაიანა) დამოუკიდებლობა მოიპოვა,ერთი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო გარემოება იქნა აღმოჩენილი,რომელიც დაკავშირებული გახლდათ ბრიტანეთის იმპერიის კოლონიალურ პოლიტიკასთან ბრიტანულ გაიანაში.დაასახელეთ რა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოება იქნა აღმოჩენილი გაიანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: ყირიმის ომის მიმდინარეობისას, 1854 წლის ნოემბრის თვეში,დიდი ბრიტანეთიდან მომავალი გემი “შავი პრონცი” ამავე ნახევარკუნძულის სანაპიროებთან ჩაიძირა.აღნიშნულ გემს გარდა მილიონი ფუნტი-სტერლინგი ოქროსა,ბრიტანელი ჯარისკაცებისათვის მიჰქონდა თბილი ტანისამოსი.თუმცა,როგორც ავღნიშნე,მან კატასტროფა განიცადა და ჩაიძირა.იმ პერიოდში,ყირიმში განსაკუთრებულად სუსხიანი ზამთარი დაიჭირა,რის გამოც ქალაქ ბალაკლავასთან მდგომი ბრიტანელი ჯარისკაცები იძულებული გახდნენ თავად შეექმნათ ჩაფხუტის ქვეშ ჩასაცმელი ნაქსოვი ქუდები.დაასახელეთ სახელწოდება იმ ქუდისა,რომლის გამოგონებაც და წარმოებაც ბრიტანელ ჯარისკაცებს ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებულმა მკაცრმა ზამთარმა აიძულა.
შეკითხვა მესამე: 1801 წელს აღმოჩენილი იქნა მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა – ცერერა, 1802 წელს აღმოჩენილი იქნა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასტეროიდი – პალასი, 1804 წელს აღმოჩენილი იქნა ასტეროიდთა სარტყელის ერთ-ერთი უდიდესი ასტეროიდი – იუნონა.რა სახელწოდების მქონე ასტეროიდთა სარტყელის ერთ-ერთი უმსხვილესი ასტეროიდი იქნა აღმოჩენილი 1807 წელს?