მაქსიმ გორკის რომანიდან – “არტამონოვების საქმე”
“თუ არ სცოდე, ვერ მოინანიებ,ვერ მოინანიებ და ვერ ცხონდები. განიწმინდე სული! აბანოში დავდივართ და ხორცს ვიბანთ? კი, მაგრამ სული? სულიც აბანოს ითხოვს”.
* * *
” – უყურებ, რაც ირგვლივ ხდება და მხოლოდ ერთი რამე გამშვიდებს: ცხოვრებისეული ბოროტება იზრდება და თითქო განზრახ, ერთად იყრის თავს, ალბათ იმისთვის, რომ გაიოლდეს მისი დაძლევა, ყოველთვის ასე დავკვირვებივარ: ჯერ გაჩნდა ბოროტების პაწია მორგვი, მერე მის გარშემო, როგორც ძაფი თითისტარზე, თანდათან დაეხვევა სულ მეტი და მეტი ბოროტება. დაქსელილი ბოროტების დაძლევა ძნელია, ერთად შეკრული კი უცებ მოიკვეთება სიმართლის ხმლით…” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – არავინ ზრუნავს ხალხზე, თვითონ ხალხი არ არის დაჩვეული საკუთარ სულზე ზრუნვას, არც იცის, როგორ უნდა იზრუნოს. განათლებული ხალხი კი… თუმცა, მე ვერ დავდებ მათ მსჯავრს, მით უმეტეს, რომ ცოტა გვყავს განათლებულები”.
* * *
” – არასწორად ამბობენ: „საქმე დათვი როდია, ტყეში წავიდესო”. საქმე სწორედ დათვია, მაგრამ ტყეში წასვლა რად უნდა, როცა ადამიანი თათებში ჰყავს გამომწყვდეული. საქმე ადამიანის ბატონია”.
* * *
“ადამიანები მუდამ რაღაცით არიან უკმაყოფილო, ან ყვირიან, ან ჩივიან, ან ცრუობენ და სხვის მოტყუილებას ცდილობენ. მათი აბეზარი მლიქვნელობა ისევე გამაღიზიანებელია, როგორც ცუდად დაფარული, სულ მზარდი მტრობა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ის ტყუის, ვინც სიმართლე იცის”.
* * *
” – ყველა აზრი სახიფათოა. განსაკუთრებით მარტივი აზრები”.
* * *
” მამა ფეოდორი ამბობს: “ყველა უბედურება ჭკუისაგან გვჭირს. ეშმაკმა გონება ავი ძაღლივით წამოანთო, მერმე გაბრაზება დაუწყო და ძაღლიც ყველას და ყველაფერს უყეფსო”.
* * *
” – სწორია! სადაც ძალაა, უფლებაც იქ არის!”
* * *
” – მახსოვრობა ამოსაგდებია გონებიდან. მისგან ბოროტება ბარტყობს. ასე უნდა ხდებოდეს: ვინც იცხოვრა და მოკვდა, ყველა სიავე და სისულელე თავისი თან უნდა მიჰქონდეს”.
* * *
“ხალხი იმ გაზარმაცებულ მოსამსახურეს დაემსგავსა, რომელმაც გაიგო ბატონის უეცარი, მისთვის მოულოდნელი დაბრუნება, დათხოვნისა შეეშინდა და აჩქარებით ხვეტს და წმენდს, დანაგვიანებულ სახლის მოწესრიგება უნდა”.
* * *
“დღესასწაულს ადამიანი თვითონვე იწყობს. ცხოვრება მზეთუნახავი ქალია, საჩუქრებს, გართობას, ათასნაირ თამაშობას თხოულობს. კაცმა სიამოვნებით უნდა იცხოვროს, ყოველ დღეში შეიძლება რაღაც სასიხარულოს მოძევა”.
* * *
“არაკები მგლების და ცხვრების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე უნდა დავივიწყოთ”. (ავტორი გენია.ჯი)