უილიამ შექსპირი – “სონეტი I”
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.
* * *
შენ კი გწადია,მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს,შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა,საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.
* * *
დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს,ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ… ნაზო ნადირო.
* * *
იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.