რევაზ ნაჭყეპიას რომანიდან – “ჯუჯა ალვის ხეები”
“ისე უნდა იცხოვრო ბაბუ ამქვეყნად,რომ შენმა კბილის ტკივილმა სხვისი ყბა არ უნდა აატკივოს”.
* * *
“დიდი ხნის ფიქრის შემდგომ,დავრწმუნდი,რომ პატიება ახალი დანაშაულის დედაა…”
* * *
“რა საყვარელია შეჭირვებული ადამიანი,ვიდრე შენგან ქმნილი სიკეთე “დაამახინჯებდეს”… მახსოვს,ერთი მადლიერებისაგან თავდაკარგული,კაცი,როგორ კოცნიდა მოკეთის ძაღლს,რომელიც კბენდა… რა საზარელია სიკეთე ხანდახან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მთავარი ის კი არაა – რას ზეიმობ,კაცო,მთავარია,დაიჯერო,რომ ზეიმობ!”
* * *
“კაცი რომ თავის დახრჩობას გადაწყვიტავს,უნდა მიეშველო: ბაწარი შეურჩიო,ქვა მარჯვედ,საიმედოდ დაკიდო კისერზე და გამოემშვიდობო.
დასკვნისმაგვარი:
კაცს მანამდე უნდა ძმობა!
ხოდა,რაკი მანამდე “ვერ შეძელი”,ბოლოს უკვე წელში კი ნუღარ შეუვარდები: ამას რას ჩადიხარო! ცოცხალი თავით არ დაგანებებ,მაგ საქმეს არ ჩაგადენინებო და ასე შემდეგ.
ბოლოს მაინც ნუღარ გააწვალებ უბედურს,ბოლოს და უკანასკნელად მაინც ეძმე – ქვა მაინც შეაბი საიმედოდ კისერზე!”
* * *
” – ერთგულება ის გახლავთ,მეფისთვის დღენიადაგ რომ კვდება და თანაც მუდამ რომ ცოცხალია,რათა საყვარელი მეფისთვის მოკვდეს კვლავაც!”
* * *
“წყალობა ის გახლავთ,რისი მიღებაც სრულიადაც არაა სავალდებულო,რათა მწყალობლის მიმართ უსაზღვრო მადლიერების გრძნობით იყო აღსავსე”.
* * *
“არავითარი შეკითხვა! ვინაიდან შეკითხვა პასუხს მოითხოვს,ცხადია… ჰოდა,ჩემის აზრით,ქვეყნიერებაზე ჯერ არ დასმულა შეკითხვა,რომელიც პასუხს,ასე თუ ისე,არ დაეკნინებინოს.ხო,უფრო მეტზე რომ არაფერი ვთქვათ…”
* * *
“სხვისი ბჟუტურის სმენას,ისევ შენი,საკუთარი ლაი-ლაი გირჩევნია კაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)