გიორგი სანადირაძის ნაწარმოებიდან – “ფესვები”
“ექვთიმობა! ეს არ გახლავთ უბრალო გაფეტიშება სამშობლოს ერთგულებაში დაფერფლილი სახელისა.გვიან გაღვიძებული სინდისის ქენჯნაა უფრო.ერის სინდისი უმცდარია მუდამ.იგი ვერ ჰგუობს ყალბს,მოჩვენებითს.ყოველთვის იმას წარმოაჩენს,რაიც მომავლისათვის სჭირდება,რაიც შვილების აღსაზრდელად სჭირდება.
რა იქნება საუკუნის იქით?
ეს გახლავთ თითქმის ფიზიკური შეგრძნება გარდასულ დღეთა ჩურჩულისა.თავის დროსთან ათეული წლებით გასწრებული ადამიანის მოხედვა უკან.წავიდა,ჩაიგუგუნა იმ დრომ,აღარ დაბრუნდება.მაგრამ ეს შორეული ლაციცი რატომღაც მეტ სიმძაფრეს იძენს.ჰო,ეს შენი მიწაა.შენი ძვალშესალაგი.იცი,რაც უფრო იძაბება სამშობლოსთან დაკავშირებული ძარღვი,მით უფრო რეალურად,ცხადლივ წარმოგვიდგება იგი,როგორც ცოცხალი მოქმედი ორგანიზმი.ადამიანის მსგავსად,სამშობლო დაუსაწყისი,საოცრად ახლობელი და სულიერი არსებაა”.
* * *
“უფროსი თაობა ჩვენი სულიერი სიმდიდრეა.ეს სიმდიდრე უბოლოა და დაუსაწყისი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არის ადგილები,სადაც ადამიანი უძლურია რაიმე ფიქრისა.დგას გარინდული,იდუმალებით მოცული.ყველაფერი,რაიც მის გარშემო განფენილა,მხოლოდ ერთი განზომილებით სუნთაქვს – ადამიანმა უნდა შეიგრძნოს თავისი არსებობის ფასი.შეიცნოს,საიდან მოვიდა და საით მიდის”.
* * *
“დედობა და შვილების აღზრდა იმდენად საამაყოა,რომ აღნიშვნის ღირსადაც კი არ მიმაჩნია იმ სიძნელეებზე ლაპარაკი,რომელიც მას ახლავს”.
* * *
“რაოდენ ბედნიერია თაობა,როცა იცის,ვისგან უნდა ისწავლოს სიმამაცე,გმირობა,სამშობლოს სიყვარული,თავისი ხალხის სამსახური”.
* * *
“მეგობრობას მრავალი წახნაგი გააჩნია.მაგრამ კანონი ერთი აქვს: ერთგულება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რა ლამაზია შორეულ წელთა გადასახედიდან დანახული დღე! დღე სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარულისა.
განა ეს არ არის ბედისწერის უცნაური ჯადოქრობა?
* * *
“ცხოვრება თუ ზოგჯერ მტკივნეულია,მას აქვს უამრავი დადებითი მხარეც – შემოგიძახებს,გაგამხნევებს,გაიძულებს ისევ დადგე ფეხზე”.