შტეფან ცვაიგის ნოველებიდან…
“საჭიროა მოხუცდე,რათა გაიგო,რომ ალბათ სწორედ ესაა ყველაზე უკეთილშობილესი რამ,რასაც კი ცხოვრება იძლევა და რაც სიჭაბუკის უპირატესობას წარმოადგენს”. – (ზაფხულის ნოველა)
* * *
“არიან ისეთი მორცხვი ქალიშვილები,რომლებთანაც ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოთ,რადგან იმდენად უმწეონი გახლავან,რომ ურჩევნიათ ყველაზე დიდი სისაძაგლეც კი უხმოდ აიტანონ,ვიდრე თუნდაც ერთი სიტყვა გაანდონ ვინმეს”. – (ზაფხულის ნოველა)
* * *
“ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს,ის არაფერს არ დაჰკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში,იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა”. – (ლეპორელა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მწამს,ნამდვილ სიცოცხლეს ის განიცდის,ვინც თავისი ბედის იდუმალებით ცხოვრობს”. – (ლეპორელა)
* * *
“საჭიროა მხოლოდ გულის გადახსნა,რომ ადამიანიდან ადამიანისკენ სიღრმიდან უსასრულობას შეუერთდეს”. – (ლეპორელა)
* * *
“არც ერთი ქალაქი მთელ მსოფლიოში ისე არ გიბიძგებთ უსაქმურობისაკენ,როგორც ვენა,სადაც უმიზნოდ ხეტიალის,უმოქმედობის,კოხტაობის ხელოვნება ნამდვილ სრულყოფილებამდეა აყვანილი”. – (ფანტასტიკური ღამე)
* * *
” – იცით თუ არა თქვენ,უცნობო ადამიანებო,აქ სავარძელში რომ არხეინად ზიხართ და ქვეყნად მოგზაურობთ,იცით თუ არა,რა არის ეს,როცა ადამიანი კვდება? ერთხელ მაინც მოსწრებიხართ,ერთხელ მაინც გინახავთ,რანაირად იკრუნჩხება სხეული,როგორ ჩარჭობიან სიცარიელეს გალურჯებული ფრჩხილები,რარიგ ხრიალებს ხორხი,რა შეუპოვრად იბრძვის სხეულის ყოველი ნაწილი,როგორ გადმოცვენაზე აქვს თვალები მომაკვდავს იმ საშინელებისგან,რომელსაც ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოგვცემს? ერთხელ მაინც განგიცდიათ თუ არა ეს,მოცლილო მოგზაურო,დახმარება რომ უდიდეს მოვალეობად მიგაჩნიათ? მე კი,როგორც ექიმს,ხშირად მინახავს… მინახავს როგორც… როგორც კლინიკური შემთხვევები,როგორც ფაქტები… (ავტორი გენია.ჯი) მე,ასე ვთქვათ,შემისწავლია ეს ფაქტები… მაგრამ განცდით კი… განვიცადე მხოლოდ ერთხელ.მომაკვდავთან ერთად განვიცდიდი ამას და მასთან ერთად მეც ვკვდებოდი მაშინ,იმ ღამეს… იმ საშინელ ღამეს,როცა ვიჯექი და თავს ვიმტვრევდი,რამე მომეხერხებინა,რაიმესთვის მიმეგნო,რაღაც გამომეგონებინა,რომ შემეჩერებინა სისხლი,რომელიც დიოდა და დიოდა შეუჩერებლად,რაიმე მეღონა სიცხის დასაწევად,ჩემ თვალწინ რომ ასე წვავდა მას… სიკვდილის წინააღმდეგ,რომელიც თანდათან ახლოს მოდიოდა და ვერ გამეგდო მისი საწოლიდან… გესმით,რას ნიშნავს,იყო ექიმი,ყველაფერი იცოდე ყოველგვარი დაავადების სამკურნალოდ… დახმარების მოვალეობასაც გრძნობდე,როგორც ასე ბრძნულად ბრძანეთ, და მაინც ასე უილაჯოდ იჯდე მომაკვდავთან… იცოდე მხოლოდ ერთი რამ,მხოლოდ საშინელი ჭეშმარიტება,რომ შეუძლებელია შველა… შეუძლებელია,თუნდაც მზად იყო ყველა ძარღვი გადაიჭრა… ხედავდე,რა უმოწყალოდ იცლება სისხლისაგან საყვარელი სხეული,როგორ იტანჯება ტკივილებისაგან,ითვლიდე აჩქარებულსა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაჯისცემას,რომელიც თანდათან ქრება… იკარგება შენს თითებქვეშ… ექიმი იყო და არაფერი,სრულიად არაფერი იცოდე… მხოლოდ იჯდე და ხან რომელიღაც ლოცვას დუდუნებდე,როგორც საყდარში გადაყუდებული დედაბერი ჩიფჩიფებს ხოლმე,ხანაც მუშტებით ემუქრებოდე ყოვლად მოწყალე ღმერთს,რომელიც,კარგად იცი,რომ არ არსებობს… გესმით ეს? გესმით? მე კი… მე მხოლოდ ერთი რამ არ მესმის,როგორ… როგორ ახერხებენ,რომ ავადმყოფთან ერთად არ კვდებიან ამგვარ წუთებში… რომ მეორე დილას კარგად გამოძინებული ადგებიან ხოლმე,კბილებს იწმენენ და ჰალსტუხს იკეთებენ… ან რანაირად შეიძლება ვიცხოვრო იმის შემდეგ,რაც მე განვიცადე… როცა ვგრძნობდი,რომ ეს ცხოველი სუნთქვა,ეს პირველი და ერთადერთი ადამიანი,ვისთვისაც ასე ვიბრძოდი და სულითა და გულით ვცდილობდი შემენარჩუნებინა,როგორ მიქროდა ჩემგან სადღაც… ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო მისხლტებოდა ხელიდან და ჩემს ანთებულ ტვინს ვეღარ მოეფიქრებინა რა ამ… ერთი ადამიანის შესაჩრებლად…” – (ამოკით შეპყრობილი) – (ავტორი გენია.ჯი)