ოტია იოსელიანის ავტობიოგრაფიული ნოველიდან – „საით გავიქეცი და სად წავიქეცი”
„შენ სიყვარული კი არა ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გეჰენია. რაღაცა რავა ვერ უნდა შეიგნო და ვერ უნდა დაინახო. ასე ხანძარივით რავა უნდა წაეკიდო ხეს და ქვას, ალვას და ბალახს, ვარდს და ეკალ-ბარდს, მუხას და ქაცვის ჩირგვს. რას ჰგავს შენი საქციელი! მეფეს და მათხოვარს ერთი ჯორით რაფერ ერეკები. ბრძენი და ხეპრე ერთნაირად როგორ უნდა მოაქციო. ჭკუათხელი და ჭკუით დაყურსული ერთმანეთს როგორ უნდა დაამგვანო. „შენგან ბრძენიც ხელად რებდესო”, რომ გითხრა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, არ შეგრცხვა? ასე როგორ უნდა გადახვიდე ყოველგვარ საზღვარს და სამანს: ცრემლის ზღვას რომ აყენებ და ახრჩობ შიგ განწირულებს, ვითომ შენი ბუნებისთვის შეუფერებელ სისხლსაც არ ერიდები. მეგობრებს შეაძაგებ ერთმანეთს, ძმებს წაჰკიდებ და, შენ გამო შვილი დედ-მამას არ ინდობს, რამდენი მენახოს, იმდენი შენი თავი გახმა. კაცის, ისედაც ტანჯული და გაუხარელი, წუთისოფელი რამდენი შენ გაგემწარებინოს, იმდენმა იმათმა ცოდვა-ბრალმა გკითხოს!” – (პირველი სიყვარული და ღალატი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული!
ასე ნეტარ და ჯადოსნურ სახელს რომ ვეძახით,სინამდვილეში სენია,სნება,სახადი,სიგიჟე – “ხელად რება”. დაგემართება და წასულია შენი საქმე,სნეული ექიმს მაინც მიადგები,მოგკლავს თუ მოგარჩენს, რაღაცის იმედს იჩენ, რომ გიჭირს, თავს იტყუებ. ეს შეგეყრება, არც მკურნალი, არც მრჩეველი, არც გამკითხავი. ამ სულთამხუთავისაგან დედამიწაზე ხომ საშველი არა აქვს ადამიანს. დარწმუნებული ვარ, ცოდვილიან, მაცდურ წუთისოფელს როცა ეშველება, გაეყრება და ყველა მიწიერი უბედურებისაგან თავს დაიხსნის, სიყვარული არც საიქიოს მოასვენებს და იქაც უსაშველოს გაუჩენს”. – (პირველი სიყვარული და ღალატი)
* * *
„ვჩქარობთ ადამიანები, სული ცხვირში გვიდგას. ბედნიერებას არ ვუცდით. მსხვერპლის გაღება არ გვინდა, ისე გვინდა, პეპელასავით, მშვენიერი ფრთები გვესხას და გულგადაშლილი ყვავილებიდან ყვავილებზე ვიფრინოთ, თაფლის ნექტრით გაბრუებულებმა, მთვრალებმა და გალეშილებმა. პეპელა კი, მაგრამ სამი დღეა, სულ მისი უსაზღვრო და უზრუნველი ბედნიერენა (კაცმა რომ თქვას, მე ყველა რომ დავაგროვო, ამდენიც არ გამომივა). ადამიანს კი მსხვერპლი უნდა გაიღოს, უნდა ევნოს, ეწამოს, ჭირით უნდა თესოს, რომ ბედნიერებით მოიმკას. უნდა გასცე – რომ მიიღო, ხომ „ზღვათაცა შედის გაედინების”. უნდა გაასესხო, რომ მოგებით დაგიბნრუნდეს…” – (პირველი სიყვარული და ღალატი)
* * *
“რამდენი ბავშვია,იმდენი ხასიათია და რამდენი ხასიათია – იმდენნაირი მიდგომა და ზუსტი დამოკიდებულება სჭირდება,თითოეულთან რომ ნამდვილი,მართალი ურთიერთობა დაამყარო.ვისთანაც ურთიერთობას ვამყარებთ,ვირჩევთ,ვიახლოვებთ,ვუმეგობრდებით.ვისთანაც არა,ვშორდებით. (ავტორი გენია.ჯი) მასწავლებელს არჩევანის უფლება არა აქვს.მისთვის ყველა “რჩეული” უნდა იყოს”. – (ჩემი ქართულის მასწავლებელი)
* * *
„ბავშვობასა და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისა გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფებულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ. ღრმად მოხუცს, გულმავიწყობა რომ დაჩემდება და გუშინდელი ვერაფრით გაუხსენებია, ყმაწვილობისდროინდელი უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ ავიწყდება. ამდენად, უკვე მთლიანად საწყისს უბრუნდება. ტყუილად არ ამბობენ: „ბავშვის ჭკუა აქვსო”. – (ჩემი ქართულის მასწავლებელი)
* * *
„მოგეხსენებათ, გაჭირვებული ბავშვიც ისეთივე ბავშვია, როგორიც დალხინებული. წლები ერთსაც ემატება და მეორესაც… შეჭირვებულს მეტად, რა თქმა უნდა, და მოლხენილს ნაკლებად (ზოგიერთი მთელი ცხოვრება ბავშვად რჩება). ასე თუ ისე, ავადაა თუ კარგად, დრო-ჟამი ისეთი ულმობელი რამაა, წინ, უკან მოუხედავად, გარბის და გარბის”. – (ფეხბურთი)
* * *
„როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო”, – რაღაც უნდა გაახერხო, თორემ პეშვში მოქცეული წყალივით გაგიძვრება ერთადერთი, განუმეორებელი, ბალიშა კანფეტივით ტკბილი ბავშვობა. წავა და წავა, დაკარგავ და მერე, ქვეყანამ შენთვის რომ მოიცალოს, ცხოვრებამ ხელისგულზე რომ დაგისვას და სამყარო მხოლოდ შენს გულგასახარად მოეწყოს, რად გინდა, მთავარი არ გაგაჩნია – ბავშვობა არა გაქვს. თუ საფუძველი, საყრდენი გამოცლილი გაქვს, ვერანაირ ცხოვრებას ვერ ააშენებ, წასულია შენი საქმე…
ბავშვობა, სანამ ბავშვი ხარ, მაშინ უნდა ნახო და მერე, მთელი სიცოცხლე, იმით უნდა იცხოვრო” – (ფეხბურთი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღეს მართლა რომ მოვინდომოთ სადმე, უანგაროდ ერთი მტკაველი ქვის დადება, თუ იქიდან გაკეთებას არ მოველით, ოთხივე გვერდზე სახელს, მამის სახელს და გვარს მაინც გამოვაჩუქურთმებთ (თუ ზედ ბიოგრაფია არ მივაყოლეთ), შთამომავლობამ დაგვიფასოს, აგერ, უსასყიდლოდ, ქვეყნისთვის, ერთი მტკაველი ქვა გავიმეტეთო”. – (მათე და ერმილე)