ონორე დე ბალზაკის რომანიდან – “მამა გორიო”
“დაუჯერე ყოველივე სიგლახეს,რასაც საზოგადოებაზე გეტყვიან.იუვენალი აღარ არის,რომ ამ საზოგადოების მოოქროული და ძვირფასი ქვებით მოჭედილი საზიზღრობის დახატვა შეეძლოს”.
* * *
“უბიწო სულის ადამიანები დიდხანს ვერ სძლებენ ამქვეყნად,როგორ უნდა შეეგუოს დიდსულოვანი გრძნობების ადამიანი ამ შეზღუდულ,დაწვრილმანებულ,ქარაფშუტა საზოგადოებას?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როცა ღატაკი უყვართ,ნამდვილად მხოლოდ მისი გულისთვის უყვართ”.
* * *
“თუკი ლუი მეთოთხმეტის კარის ბანოვანებს შურდათ მადმუაზელ დე ლავალიერისა,რომლის გულისთვისაც გრძნობამორეულმა დიდმა ხელმწიფემ დაივიწყა,რომ ყოველი მისი სამაჯე ათასი ეკიუ ღირდა და დახია ისინი,რათა დიუკ დე ვერმანდუას ამა ქვეყნის სარბიელზე გამოჩენა გაადვილებოდა,რაღა უნდა მოვკითხოთ დანარჩენ ადამიანებს? იყავით ახალგაზრდაც,მდიდარიც,სახელოვანიც და თუ შეძლებთ,მეტიც იყავით და რაც უფრო მეტ საკმეველს აკმევთ თქვენი კერპის საკურთხეველზე,იგი მით უფრო მწყალობელი იქნება თქვენი,რასაკვირველია,თუკი გყავთ ასეთი კერპი.სიყვარული რელიგიაა და მისი კულტი,ალბათ,გაცილებით უფრო ძვირად ჯდება,ვიდრე სხვა რომელიმე რელიგია.იგი სწრაფად გაივლის ხოლმე ქუჩის ბიჭივით,რომელიც ცდილობს,რომ სადაც კი ჩაივლის,არაფერი დარჩეს დაუნგრეველი”.
* * *
“ამქვეყნად უმანკოების მხოლოდ რამდენიმე სცენის გათამაშებაა საკმარისი,რომ მაღალი ზრახვების ადამიანმა დაიკმაყოფილოს თავისი ფანტაზია პარტერში მსხდომი უვიცების ტაშის გრიალში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩემთვის არაფერი არსებობს,ერთადერთი ნამდვილი გრძნობის – ორი ადამიანის ერთმანეთისადმი მეგობრობის გარდა”. -
* * *
“შეუძლებელია იმის დაკარგვა,რაც არა გვაქვს!”
* * *
“რაც უფრო ძლიერი და გულწრფელია სიყვარული,მით უფრო საჭიროა მისი შენიღბვა და საიდუმლოებით შებურვა”.
* * *
“ხშირად საზოგადოებრივი კანონის ულმობელი მსჯავრი ამტყუნებს მათ,ვისი დანაშაულიც ცხადია,მაგრამ შეიძლება გამართლებული იყოს ურიცხვი გარემოებებით,რომლებიც წარმოიშობა ხოლმე ოჯახის წიაღში,ხასიათების შეუსაბამობის,ინტერესთა და მდგომარეობის განსხვავებების გამო”.
* * *
“დიახ,მას შემდეგ,რაც გავათხოვე,შვილები აღარ მყავს.მამებო! გამოდით დეპუტატთა პალატაში და თქვით,რომ გამოუშვან კანონი გათხოვების შესახებ! თუ ქალიშვილები გიყვართ,ნუ გაათხოვებთ მათ.სიძე – ეს ხომ სალახანაა,რომელიც ათახსირებს თქვენს ქალიშვილს და ბილწავს ყოველივეს! არავითარი გათხოვება! გათხოვება ქალიშვილებს გვართმევს და როდესაც სიკვდილის პირზე ვართ,ისინი ჩვენთან აღარ არიან.გამოუშვით კანონი მომაკვდავი მამების შესახებ! ეს რა საშინელება ხდება! შური უნდა ვიძიოთ! აქ მოსვლას სიძეები უშლიან! დახოცეთ ისინი!”