უაილდ გრეივს პენფილდის ნაწარმოებიდან – “ჩირაღდანი”
“კაცს შეუძლია,ანაქსიმანდრესა და სოკრატეს გაუტოლდეს ფილოსოფიის ცოდნით.შესაძლოა,პითაგორესაც აჯობოს მათემატიკაში,სამკურნალო საქმეში ალკმეონე ჩამოიტოვოს უკან,მაგრამ,სულ ერთია,მაინც ვერაფერს გაიგებს ქალებისას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ნამდვილ გიჟს ვერც ერთი ექიმი ვერ უშველის… მხოლოდ ეგაა,ცხოვრების პირობებს თუ შეუცვლის,შეიძლება ამან არგოს”.
* * *
“როდესაც ღმერთები სწყალობენ ექიმს,გამოსადეგი ადამიანები გახდებიან ავად და იგივე გამოსადეგი ადამიანები განიკურნებიან”.
* * *
“ზოგიერთები ამტკიცებენ,თითქოს ჩვენ გულით ვაზროვნებდეთ,თითქოს გული განიცდიდეს სევდასა და დარდს.ემპედოკლე ცდილობს დაგვარწმუნოს,თითქოს გაგების,მიხვედრის უნარი სისხლში იყოს,რომელიც,მისი სიტყვით,გარს უვლის გულს.მე კი ალკმეონეს შეხედულებას ვიზიარებ და ვამტკიცებ,რომ ეს სწორი გზა არაა.ჩვენ ვაზროვნებთ ტვინის მეშვეობით.ტვინი გაგების,მიხვედრის მაცნე-მაუწყებელია.როდესაც ჰაერს შევისუნთქავთ ხოლმე,უპირველეს ყოვლისა ის ტვინში მიედინება და მხოლოდ შემდეგ მიმოიფანტება სხეულის დანარჩენ ნაწილებში.ტვინში კი იგი ტოვებს თავის ძალასა და მთელ იმ გაგება-მიხვედრის უნარს და გონიერებას,რაც კი მოიპოვება მასში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მახსოვს,შესანიშნავად თქვა ერთხელ სოკრატემ: სამარცხვინოა ისე დაბერდეს კაცი,ერთხელაც ვერ აღიქვას ის სილამაზე და ძალ-ღონე,რომელიც მის სხეულს გააჩნიაო!”
* * *
“სიყვარული არც მძიმე მოვალეობაა და არც წუთიერი სიამოვნება.სულ სხვა რამეა იგი.სიყვარული არის კაცისა და ქალის სანეტარო კავშირი,რომელიც ეხმარება მათ ერთად ცხოვრებაში და ერთად შრომაში”.
* * *
“ქალს შეუძლია ბევრი რამ გიამბოს,ისიც კი შეუძლია გზა მიგითითოს… თუ ცოდნისაკენ არა,ბედნიერებისაკენ მაინც”.
* * *
” – გონიერი ტირანია მმართველობის ყველაზე უფრო ბრძნული ფორმაა”.
* * *
” – მშიერი კაცი გონივრულ რჩევას ვერ მოგცემს”.
* * *
” – სიყვარული გაცილებით უფრო დიდი რამაა,ვიდრე ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება.ემპედოკლე იტყოდა,რომ სიყვარული არის ძალა,რომლითაც გამსჭვალული მთელი ბუნება და რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დაპირისპირებულებს: ქალსა და კაცს,სიმშრალესა და სინესტეს,სიცხესა და სიცივეს.მტრობა და სიძულვილი,მისი აზრით,სიყვარულის საპირისპირო ძალაა.იგი ერთმანეთთან აკავშირებს მსგავსთ და განაცალკავებს დაპირისპირებულთ.ამას წინათ ერთმა ჩემმა ავადმყოფმა მითხრა: – ერთ ჭერქვეშ მხოლოდ ერთი სიყვარული დაეტევაო.ჭეშმარიტად სამართლიანი ნათქვამია. (ავტორი გენია.ჯი) ოჯახში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მამაკაცის სიყვარული ქალისადმი და ქალისა კაცისადმი.სწორედ ასეთი სიყვარულია ოჯახის დამფუძნებელი.მშობლებსა და შვილებს შორის სიყვარული,რასაკვირველია,ძალიან ძლიერი და დიდი გრძნობაა.მაგრამ,მე რომ მკითხოთ,სხვა სახელი უნდა ერქვას მას – სინაზე,პატივისცემა ან სხვა ამგვარი.ოჯახის დანარჩენი წევრების დამაკავშირებელ გრძნობასაც სხვა სახელი უნდა მოეძებნოს,ვთქვათ,მეგობრობა,ამხანაგობა.ბუნებრივ,ნორმალურ პირობებში სწორედ ასეა და არავითარი სხვაგვარი ურთიერთობა არ არსებობს.საკუთარ ვნებათა იდუმალი გზით დაკმაყოფილება დამახასიათებელი არაა მოვლენათა ჩვეულებრივი მსვლელობისათვის”.
* * *
” – ჩვენი მოვალეობაა სიცოცხლე შევუნარჩუნოთ ავადმყოფს და არა მოვუსწრაფოთ.ღმერთებს ალბათ აქვთ იმის უფლება,რომ საკუთარი ნება-სურვილით გადაჭრან სიცოცხლის ძაფი.მაგრამ თუ ექიმი მოჰკიდებს ხელს ასეთ მაკრატელს,ვინ იცის რა მოჰყვება ამას”.
* * *
” – ბრძენთ სწამთ ღმერთები და ლოცულობენ მათზე.მაგრამ მოაზროვნე ადამიანებმა იციან,ოლიმპოს მწვერვალზე რომ ავიდნენ,ღმერთებს ვერ ნახავენ იქ”.
* * *
“პოეზიის ან ფილოსოფიის ფრთებს ნუ მიენდობი ბუნების,ადამიანისა და სნეულების კვლევის დროს”.
* * *
“ცოდნა – აი,რა არის მეცნიერება.ხოლო იმის იმედით ყოფნა,რომ ცოდნა შეიძინება ძიებისა და შემოწმების გარეშე და რომ შეიძლება წარსულის ბრმად სწავლება,ისე რომ არ შეეცადო დარწმუნდე მის ჭეშმარიტებაში – ეს უმეცრებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)