ონორე დე ბალზაკის დიდებული ნაწარმოებიდან – “პოლკოვნიკი შაბერი”

” – რა არის ადამიანის ბედი! – წამოიძახა დერვილმა, – ბავშვობა მიგდებულ ბავშვთა სახლში გაატარო,სული ღრმა მოხუცთა თავშესაფარში დალიო და ამ ორ დროთა შუა ევროპისა და ეგვიპტის დაპყრობაში ეხმარებოდე ნაპოლეონს.იცით თუ არა,ძვირფასო, – განაგრძო დერვილმა დუმილის შემდეგ, – ჩვენს საზოგადოებაში სამი პროფესიის წარმომადგენლებს – მღვდელს,ექიმს და მართლმსაჯულების მუშაკს არ შეუძლიათ არსებულ წესწყობილებას პატივი სცენ.მათ შავი ტანისამოსი აცვიათ,ალბათ,იმიტომ რომ ყველა სათნოებასა და ილუზიებს გლოვობენ.ამ სამში ყველაზე უბედური ვექილია.როდესაც ადამიანი მღვდელთან მიდის,იგი მიჰყავს მონანიებას,სინდისის ქენჯნას,რწმენას,რაც მას ყურადღების ღირსად ხდის,ამაღლებს.ეს ნუგეშს სცემს შუამავლის სულს და მღვდელი თავის მოვალეობას ერთგვარი სიხარულით ასრულებს.იგი ადამიანს წმენდს,ასწორებს და არიგებს.ჩვენ,ვექილები,კი ვხედავთ ერთსა და იმავე ცუდ მიდრეკილებათა განმეორებას. (ავტორი გენია.ჯი) არაფერი მათ არ ასწორებს, და ჩვენი კანცელარიები ჭუჭყიანი წყლის მილებია,რომლების გაწმენდა შეუძლებელია.ჩემი მოვალეობის შესრულების დროს რამდენი რამ გამიგია! მე მინახავს ოჯახის მამა,სხვენზე მომაკვდავი,ჯიბეცარიელი,ორი ქალიშვილის მიერ მიტოვებული,რომლებსაც მან ორმოცი ათასი ლივრი რენტა მისცა! მინახავს,როგორ სწვავენ ანდერძებს; მინახავს,როგორ სძარცვავენ დედები თავიანთ შვილებს; როგორ ჰქურდავენ თავიანთ ცოლებს ქმრები; როგორ ჰკლავენ ცოლები ქმრებს,როგორ იყენებენ მათ სიყვარულს,რათა ისინი გიჟებად ან სულელებად გამოაცხადონ და შემდეგ საყვარელთან მშვიდად იცხოვრონ; მინახავს,როგორ აჩვევდნენ ბავშვს აკვნიდანვე ისეთ რამეს,რაც მის სიკვდილს გამოიწვევდა,რათა ამით თავისი უკანონო შვილი გაემდიდრებინათ.მე ვერ გეტყვით ყველაფერს,რაც მინახავს,რადგან მე მინახავს ბოროტმოქმედებანი,რომელთა მიმართ მართლმსაჯულება უძლურია.ბოლოს,ყველა ის საშინელება,რომელსაც რომანტისტები სთხზავენ,სინამდვილეზე დაბლა დგას”.

* * *

“უმჯობესია,საკუთარი გრძნობებით ბრწყინავდე,ვიდრე ტანისამოსით”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>