გავრილ ტროეპოლსკის მოთხრობიდან – „თეთრი ბიმი, შავი ყური”
„როცა ღამით სევდინად და გულსაკლავად ყმუიან მგლები, შენს სულს, ადამიანო, რატომღაც აკრთობს ეს გულახდილი და პირდაპირი განცხადება: „მე ვარ! მე ვარო! შენ ხომ იცი, ადამიანო, რომ ძუ მგელი არ ერჩის ძაღლის ძუძუმწოვარ ლეკვს და ღვიძლი შვილივით შეითვისებს ხოლმე; თოთო ბავშვსაც არაფერს ავნებს, თავის ბუნაგში მიათრევს და ძუძუებისაკენ უბიძგებს. რამდენჯერ მომხდარა, რომ მგელს მგელკაცი გაუზრდია! ტურას ასეთი რა არ შეუძლია. ძაღლებსაც არ შეუძლიათ. განა მგელი პირს დააკარებს მის არემარეზე მცხოვრებ ცხვარს? არასოდეს, მაგრამ შენ მაინც გეშინია მგლისა, ადამიანო. ასეთ სიძულვილს, რომელიც გონებას ახშობს (ცხოველებისაგან განსხვავებით), შეუძლია ზოგჯერ ისე მოერიოს ადამიანის არსებას, რომ სასარგებლო ჩაითვალოს მავნედ და მავნე კი – სასარგებლოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ სინდისი იდეალურად სწორ წნელს არა ჰგავს: ასეთისა მოღუნვაც შეიძლება და, სურვილის მიხედვით, გაშლაც – ეს თქვენზეა დამოკიდებული”.
* * *
„ზოგჯერ სიცრუეც სიმართლესავით წმინდაა და სპეტაკი. მომაკვდავიც იღიმება ხოლმე და ამშვიდებს საყვარელ ადამიანებს, „უკეთა ვარო”. დედაც მხიარულ სიმღერას უმღერის უიმედოდ ავადმყოფ ბავშვებს და უცინის.
ცხოვრება კი მიდის, მიდის იმიტომ, რომ არსებობს იმედი, ურომლისოდაც სასოწარკვეთილება მოკლავდა ცხოვრებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საოცარი არსებაა ძაღლი! აი, ვთქვათ, ძუკნას მოუკვდა ლეკვი, ის კი მაინც ულოკავს მას ცხვირს, ყურებს,ულოკავს დიდხანს, ძალიან დიდხანს, ასევე დიდხანს უზელს მუცელს. ხდება ხოლმე, რომ ლეკვი გამოცოცხლდება. საერთოდ, დაზელა ახლადშობილის მოვლის უეჭველ პირობად მიაჩნიათ – ეს საოცარი რამ არის”.
* * *
„ადამიანი იგივე ცხოველია – ოღონდ უფრო მგრძნობიარე”.
* * *
„მკვდრების საყვედური ყველაზე საშინელი საყვედურია, რადგან მათგან ვერ ეღირსები ვერც შენდობას, ვერც წუხილსა და ვერც სიბრალულს ბოროტების ჩამდენის მიმართ”. – (ავტორი გენია.ჯი)