ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ცხოვრებაა მძიმე, ძნელი, გაუტანელი და, რომ გადარჩე, იმასაც მოეჭიდები, რაც ჟრუანტელსა გგვრის. თვით ბოროტების თავგამოდებულ დამცველად იქცევი, რამეთუ მასშია სიკეთე შენი, თუმცა სწორედ ისაა მტერი შენივე სიცოცხლისა. ასე იხვლანჯება ადამიანი, იპობა სული და ცხოვრება სულგაპობილთა ბრძოლად იქცევა”. – ოთარ ჩხეიძე (ვასილ ბარნოვი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღენიადაგ ჩვენს თვალთა წინ ხდება განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, მაგრამ ისინი, ამავე დროს, იმდენად უბრალონი არიან, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ”. – ონორე დე ბალზაკი (გობსეკი)
* * *
„ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ჰყოფნის ვაჟკაცობა ბოროტების ჩასადენად, თუნდაც საჭირო იყოს”. – ონორე დე ბალზაკი (გობსეკი)
* * *
„ – დღეს მე გავიგე, თუ როგორი მოხუცია ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე კი ისეთი ახალი სამყარო მჭირდება, რომელიც პატარა ბავშვივით იღიმება. მე ვამბობ ძვირფასო, იმას, რომ საკმარისია უკვე ძველის რესტავრირება – დროა ახალი შეიქმნას…” – კრიშან ჩანდრი (ასი რუპია)
* * *
„სიბრძნის წყაროს მოსმენა სასარგებლოა და გულსაც უხარია ხოლმე”. – ჰერმან ჰესე (ტრამალის მგელი)
* * *
„ბოლოს და ბოლოს საშუალო ნიჭის პატრონი კაციც კი მომწიფდება, თუკი საუკუნეებს გამოივლის!” - ჰერმან ჰესე (ტრამალის მგელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცს ყველაფერში შეუძლია ნახოს ჭკუის სასწავლი რამ. ყველაზე ძნელი გამოცდაც კი სიკეთედ მობრუნდება ქრისტიანისათვის. ქრისტიანს კი სწორედაც მართებს ეძიოს ეს სიკეთე, ჩახვდეს, რა არის მისი არსი და როგორ იპოვოს იგი”. – ალბერ კამიუ (შავი ჭირი)
* * *
„გაჭირვება ტყუის და არა მისი „შვილი”. – ოტია იოსელიანი (საით გავიქეცი და სად წავიქეცი)