უილიამ ქათბერთ ფოლკნერის რომანიდან – „სული რომ ამომდიოდა”

„ეტყობა, ხალხმა დაივიწყა, ძველი სიბრძნე, რომ ლურსმანი ბოლომდე უნდა ჩააჭედო და რასაც აკეთებ, იმას კიდეები მუდამ კარგად უნდა შემოუსწორო, თითქოს შენთვის აკეთებდე და შენივე ნახელავით კმაყოფილი შენვე უნდა დარჩე. მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, რომ ზოგს სასამართლოს შენობის ასაგებად, კარგად გაშალაშინებული, მშვენიერი ფიცრები აქვს, ზოგს კი ნაყარ-ნუყარი ფიცრები, რომლითაც მხოლოდ საქათმეს თუ ააშენებ. მაგრამ, კარგი საქათმის აშენება გერჩივნოს ცუდი სასამართლოს აშენებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მეეჭვება, რომ ადამიანს იმის განსჯა შეეძლოს თუ ვინ არის შეშლილი და ვინ არა. ალბათ, ყოველ ადამიანშია ჩაბუდებული ის, ვინც მის მაგივრად სჩადის ჭკვიანურ თუ უგუნურ საქმეს და, ვინც ამ ადამიანის ჭკვიანურ და უგუნურ საქციელს ერთნაირი შერშფოთებით, ერთნაირი გაოცებით აკვირდება”

* * *

“ვისთანაც შენი ახალგაზრდობა გაატარე და ვისაც შეაბერდი, ვინც შენთან ერთად იმასაც მოესწრო, თუ როგორ ახლოვდებოდა სიბერე, სწორედ ის ამბობს, ყველაფერი სისულელეაო და შენც ხვდები რომ ეს სიმართლეა, რომ ქვეყანა, მთელი თავისი მწუხარებითა და ტანჯვით, შეუბრალებელია”.

* * *

“ზოგჯერ, დაბეჯითებით ვერც კი ვიტვი, როდის არის კაცი შეშლილი და როდის არა. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, არც არავინ არის მთლად გიჟი და მთლად დალაგებული, სანამ ამას ხალხი არ იტყვის მასზე. ეს დიდად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ კაცი როგორ იქცევა, მთავარი ისაა, ხალხი იმის საქციელს როგორ შეხედავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ადამიანი, რომელმაც თავისი დარჩენილი სიცოცხლე ოთხ კედელს შუა უნდა გაატაროს, თავის ნებაზე უნდა მიუშვა, რომ სანამ საბოლოოდ ჩაკეტავდნენ, ცოტა ხანს, როგორც შეუძლია ისე მაინც ისიამოვნოს”.

* * *

“ადამიანი ხომ დიდად არ განსხვავდება ცხენისაგან, ან, ვთქვათ, ჯორისაგან, ერთი ეგ არის, რომ ცხენსაც და ჯორსაც უფრო მეტი ჭკუა აქვთ”.

* * *

” – წადი იმ სახლში, სადაც სიცრუე დათესე, აღიარე ცოდვა იმათ წინაშე, ვისთანაც ჩემს სიტყვას განუდექ. ხმამაღლა აღიარე, იმათ უნდა შეგინდონ, მოტყუებულმა ქმარმა უნდა შეგინდოს: და არა მე”

* * *

“შემზარავია მარადიოსობის პირისპირ დგომა”.

* * *

“ცოდვაც, სიყვარულიც და შიშიც მხოლოდ ბგერებია, მათთვის, ვისაც არც არსოდეს შეუცოდავს, არც ჰყვარებია და არც არაფრის შიში ჰქონია”.

* * *

“მივხვდი, რომ სიტყვას ფასი არა ჰქონია. სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვთ იმასთან, რასაც ისინი გამოხატავენ”.

 * * *

“უფალმა ენა იმიტომ გვიბოძა, რომ უკუნითი უკუნისამდე მის სახელს ვადიდებდეთ”.

* * *

“ვინა ხარ შენ, ცოდვა და უცოდველობა რომ განსაჯო. ეს მხოლოდ უფალს ძალუძს, ჩვენ კი მის გულმოწყალებასა და წმინდა სახელს უნდა ვადიდებდეთ ამქვეყნიურ მოყვასთა სასმენად, იმიტომ, რომ, მხოლოდ ის იხედება ჩვენს გულებში და, რადაგან ქალის უმანკოება მხოლოდ კაცის განსასჯელია, ქალი ვერასოდეს მიხვდება, ცოდვილია თუ არა, სანამ უფალს გულს არ გადაუხსნის და უფალი არ შეუნდობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>