ამონარიდები – “ათას ერთი ღამიდან”…
“არდაშირს უთქვამს – სარწმუნოება და ხელისუფლება ტყუპები არიან.სარწმუნოება განძია,ხელისუფლება – მცველიაო.”
* * *
“სააქაო საუკეთესო გზაა საიქიოსაკენ”.
* * *
“და ნათქვამია,არ არსებობს გონებაზე უკეთესი ქონება.არც გონიერება,თადარიგსა და წინდახედულებაზე უმჯობესი.არც წინდახედულება ღვთის შიშის დარი. და არც ისეთი სიკეთე,როგორც კეთილი ზნეობაა,არც ზრდილობაზე უკეთესი საზომი,არც იღბალზე უკეთესი ქონება,არც ქველ საქმეზე უკეთესი აღებ-მიცემობა,არც მოგება მსგავსი ღვთის ჯილდოსი,არც იმაზე უკეთესი ღვთისნიერება,როგორიც კანონის საზღვრის დაცვაა.არც ისეთი ცოდნა,როგორიც დაფიქრებაა.არც ისეთი ღვთისმორჩილება,როგორიც სარწმუნოების წესების დაცვაა,არც რწმენა სირცხვილის დარი,არც თავმდაბლობაზე უკეთესი ღირსება,არც დიდებულება,ცოდნაზე უკეთესი,გაუფრთხილდი თავსა და რასაც ის მოიცავს,წიაღსა და რასაც ის შეიცავს.გახსოვდეს სიკვდილი და განსაცდელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გეშინოდეთ ბოროტთა დედაკაცთა და განერიდეთ მათ”.
* * *
“კეთილშობილ თვისებათა ბატონი კეთილშობილება და კეთილი ზნეობაა”.
* * *
“მადლიერება სიკეთის მომატების მაუწყებელია, და ღვთისმოშიშობა საუკეთესო საგზალი მომავალი ცხოვრებისათვის”.
* * *
” – თავი თუ წესრიგშია,ტანიც წესრიგში იქნებაო”.
* * *
“იცოდეთ,რომ ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი საფუძველი საუკუნო სიცოცხლის ძიებაა”.
* * *
“ვისთვისაც სული ძვირფასია,ვნებებს არად აგდებს”.
* * *
“ვინც სურვილს ემორჩილება,ღუპავს სამართალს.ვინც ცილისმწამებელს უსმენს,ღუპავს მეგობარს”.
* * *
“თუ ვინმე შენზე კარგი აზრისაა,გაამართლე მისი აზრი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჭეშმარიტება – ვალდებულებაა და უკეთესია დაუბრუნდე ჭეშმარიტებას,ვიდრე ჯიუტად იმეორო არაჭეშმარიტი”.
* * *
“მხოლოდ სამი გარემოების დროს გამოიცნობა სამგვარი კაცი: კეთილს – მხოლოდ რისხვისას გაიცნობ,მამაცს – მხოლოდ ბრძოლაში და მეგობარს – მხოლოდ გაჭირვებაში”.
* * *
“ნათქვამია: – მჩაგვრელი სინანულშია,ხალხი რომ კიდევაც აქებდეს და ჩაგრული კი მშვიდადაა,ხალხი რომ კიდევაც ლანძღავდეს”.
* * *
“ყველაზე საოცარი,რაც ადამიანს აქვს,ეს არის მისი გული”.
* * *
“მეზობელს მეზობელზე ისეთივე უფლება აქვს,როგორც ნათესავს”. – (ავტორი გენია.ჯი)