უილიამ შექსპირის გენიალური პიესიდან – “მეფე ლირი”
“არა,გიჟი ის არის,ვისაც ნამდვილად სჯერა მგლის მოშინაურება,ჩარჩის სიტყვები,ბალღის სიყვარული და კახპის ფიცი”.
* * *
“რა უბედურ დღეს გავჩენილვარ – სიმართლის ქმნა სანანებლად როგორ უნდა გაგიხდეს კაცს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანს ცხვირი კი მიუძღვის წინ,მაგრამ,ბრმების გარდა,ყველანი თვალებს დაჰყავს.ოც ცხვირში მხოლოდ ერთი თუ გამოერევა,რომ ვერ მიხვდეს,სიმყრალე საიდან მოდის.ურმის დიდი თვალი რომ დაგორდება მთაზე,ხელი უნდა აუშვა და განზე გადგე,თორემ ჩაგითრევს და კისერს მოგტეხს; აღმა მიმავალი თუ ნახო,იმას ჩასჭიდე ხელი და მიჰყე.ჭკვიანმა კაცმა თუ გირჩიოს ამაზე უკეთესი რამე,ეგ ჩემი რჩევა უკანვე დამიბრუნე: ბრიყვის რჩევას ისევ არამზადა ხალხი გაჰყვეს”.
* * *
“ჯერ ჭკუა უნდა გესწავლა და მერე უნდა დაბერებულიყავი”.
* * *
“ვირები გეახლნენ ცხენების შესაკაზმად…”
* * *
“რამდენიც არ უნდა იქადაგონ მეცნიერებმა,ბუნება თვითონვე განიცდის ყველაფერს.სიყვარული გაცივდა,მეგობრობა დაემხო,ძმა ძმას გადაუდგა,ქალაქებში არეულობაა,სოფლებში – განხეთქილება,სამეფო კარზე – ღალატი.მამა-შვილს შორის – კავშირის დარღვევა.აგერ ჩემმა არამზადამ ლამის გაამართლოს წინასწარმეტყველება – შვილი აღდგეს მამასა ზედაო.იქით მეფემ დაჰგმო საკუთარი შვილი, და აჰა – მამა აღსდგა შვილსა ზედა.ჩვენი კარგი დრო წარსულს ჩაბარდა.გაიძვერობა,ვერაგობა,ღალატი და ათასგვარი უბედურება აგვდევნებია და სულს გვიფორიაქებს,საფლავის კარამდე მოგვდევს”.
* * *
“ხშირად ჩვენივე ბედოვლათობისა და ღორმუცელობის გამო, – მოვდგებით და მთელ ჩვენ უბედურებას მზეს,მთვარესა და ვარსკვლავებს გადავაბრალებთ ხოლმე.თითქოს არამზადებად უკიდურეს საჭიროებას ვექციეთ; ჭკუა ცის განგებით გამოგვლეოდეს; ქურდები,წუწკები და მოღალატეები სფეროთა ბრუნვის წყალობით ვიყოთ; ლოთები,მატყუარები და მრუშები – ციური სხეულების გავლენით.რაც კი რამ ცუდი გვჭირს – სულ ზენაარის ბრალია!”
* * *
“ჩემი ხელობა ის არის,რომ ვცდილობ,რაცა ვარ,იმაზე ნაკლები არ გამოვჩნდე; ვინც მომენდობა,იმას ერთგულად ვემსახურები; ვინც პატიოსანია,ის შევიყვარო; ვინც ჭკვიანია და ცოტას ლაპარაკობს,იმას ვეახლო; სამსჯავროს შიში მქონდეს; მხოლოდ მაშინ გამოვიღო საჩხუბრად ხელი,როცა სხვა გზა აღარ არის, და თევზის ჭამასაც მოვერიდო”.
* * *
“სიმართლე ქოფაკ ძაღლსა ჰგავს,მათრახით გარეთ ერეკებიან ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ნუ გამოაჩენ მთელ შენს ქონებას
ცოდნას ერთბაშად ნუ დაფრქვავ ენით,
ალბათ ეგ სიბრძნეც გაგეგონება -
ფეხით სიარულს გერჩივნოს ცხენი”.