ამონარიდები ანატოლ ფრანსის რომანიდან – „ღმერთებს სწყურიათ”
„ – ეპიკურმა თქვა: ან ღმერთს ბოროტების შეჩერება სურს და არ ძალუძს, ან ძალუძს და არ სურს, ან არც სურს და არც ძალუძს, ან ბოლოს კიდეც სურს და კიდეც ძალუძს. თუ სურს, მაგრამ არ ძალუძს, ის უძლური ყოფილა; თუ ძალუძს მაგრამ არ სურს, გარყვნილი ყოფილა; თუ არც ძალუძს და არს სურს, ის უძლური ყოფილა და გარყვნილიც; ხოლო თუ კიდეც ძალუძს და კიდეც სურს, რატომ არაფერს შვრება, მამაო?
ბროტომ მოსაუბრეს კმაყოფილი თვალით შეხედა.
- ბატონო, – უპასუხა ბერმა, – არაფერია იმ დაბრკოლებაზე უფრო ბეჩავი და ადვილი გადასალახავი, რომელსაც თქვენ მიყენებთ. როცა ურწმუნოების საბუთებს ვიხილავ, მგონია, რომ ჭიანჭველებს ვუცქერი, რომელნიც ბალახის მეშვეობით მთიდან მოვარდნილ ნიაღვარს უპირებენ შეჩერებას მეთქი. ნება მიბოძეთ, რომ არ გამოგეკამათოთ: თუმცა ბევრი საბუთი მაქვს, მაგრამ გონებამახვილობას მოკლებული ვარ. გარდა ამისა, თქვენი ცთომილების გაბათილებას აბატ გენეს და სხვა მრავალ ავტორების ნაწერებში იპოვნით. მოგახსენებთ მხოლოდ, რომ ეპიკურიდან ამოღებული ციტატი სისულელა: იმიტომ რომ იქ ღმერთი ისეა დასახული, თითქო ადამიანი იყოს და ზნეობა ჰქონდეს. მოგეხსენებათ, ბატონო, რომ ურწმუნო ადამიანები ცელსიუსიდან დაწყებული ბეილსა და ვოლტერამდე სულელებს ატყუებდნენ ამგვარი პარადოქსებით.
- ხომ ხედავთ, მამაო, – უპასუხა ბროტომ, – სად მიგიყვანათ თქვენმა სარწმუნოებამ. კმაყოფილი ხართ იმით, რომ მთელს ჭეშმარიტებას თეოლოგიაში ხედავთ, თქვენ არაფერი გინდათ დაინახოთ იმ მაღალი გენიოსების ნაწერებში, რომელნიც სხვანაირად აზროვნებდნენ, ვიდრე თქვენ.
- დიდს შეცდომას ჩადიხართ, ბატონო, – მიუგო ლონგემარმა; – მე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ადამიანის აზროვნებაში არაფერია შემცდარი. შემეცნების კიბეზე ათეისტებს უმდაბლესი საფეხური უჭირავთ; მაგრამ თვით ამ საფეხურზეც კი მოიპოვება ბუნებისა და ჭეშმარიტების გამონაკრთომი და თვით მაშინაც კი, როცა ადამიანი წყვდიადით არის მოცული, მისი შუბლი, რომელშიც ღმერთმა გონება ჩასდო, ზევით არის მიმართული: ასეთია ლუციფერის ბედი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სახელმწიფოებს ყვირილით კი არა, რკინით და კანონით აარსებენ…”
* * *
„რაც ცხოვრებას მოსდევს, იმასა ჰგავს, რაც ცხოვრებას უსწრებდა წინ”.
* * *
„ერთი წამია საკმარისი, რომ თქვენ ღმერთის რჩეული შვილი გახდეთ”.
* * *
„ომი ხელოვნება არ არის. ორი მოწინააღმდეგე უჭკუო გენერლიდან აუცილებლად ერთმა ხომ უნდა გაიმარჯვოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მშვიდობით, წინ გაგისწრებთ არყოფნისაკენ. სიამოვნებით ვუბრუნებ ბუნებას ჩემ შემადგენელ ელემენტებს და ვუსურვებ, მომავალში უკეთ გამოეყენებინოს, იმიტომ რომ, უნდა ვაღიარო, მე ვერაფერი შვილი გამოვედი”. (გილიოტინაზე მიმავალი ადვოკატი – დიუბოს გამომშვიდობება მეგობრებთან)
* * *
„ – როცა ჩემი მსაჯულების წინაშე წარვსდგები, მათ სინათლით დავაბრმავებ”.
* * *
„ღმერთი უსარგებლო გამოგონებაა ჩვენთვის, ხოლო საუცხოო – ხალხისთვის”. (ასე ამბობდნენ ფრანგი იაკობინელები)
* * *
„მხდალ ადამიანს მომაკვდინებელი საფრთხე მოელის არა მარტო ველურებში, არამედ განათლებულ საზოგადოებაშიც”.
* * *
„მე ჩვენი უბრალო ხუცები მირჩევნია, რომელთაც არ ესმით რას ლაპარაკობენ და რას აკეთებენ, ვიდრე ის გაცოფებული კანონმდებლები, რომელნიც გულმოდგინედ თავებს გვჭრიან გილიოტინაზე, რათა უფრო ბრძენნი და სათნონი გაგვხადონ, და გვაიძულებენ თაყვანი ვსცეთ უზენაეს არსებას, რომელსაც ისინი თავის მსგავსად შეუქმნია”.
* * *
„ნუ გაკითხავთ ცოდვილებს: ჩვენ უღირსი მღვდლები, ხომ მათი შემწეობით ვცხოვრობთ!”
* * *
„ – ნუთუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ღმერთს ესიამოვნება, როცა გხედავთ, როგორ იტანთ სიცივესა და შიმშილს?
- თვით ღმერთმა მოგვცა ტანჯვის მაგალითი – უპასუხა ბერმა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რესპუბლიკავ! ამდენი ფარული და აშკარა მტრის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი რამ გვიშველის: წმინდაო გილიოტინავ, იხსენი სამშობლო!”
* * *
„ცხოვრება იმდენად მოსაწყენია, რომ რაც უნდა დაჯდეს, თავის გართობაა საჭირო”.