ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
” – კუჭი რომ არ ჰქონდეს კაცს,ქვეყნის მშვიდობას ძაღლი ვერ დაუყეფდა! არ დაყეფდა! ვერ გაბედავდა!.. კუჭი დააწანწალებს კაცს ქვეყნის კიდიდან კიდემდე! ქვეყანაზე კუჭი რომ არ მამაძაღლობდეს,სიცოცხლეზე ლამაზი არაფერი იქნება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ერთის ეშმაკობა,მეორეს აფუჭებს,მეორისა – მესამეს და წავიდა ხელიდან ქვეყანა…”
* * *
“ნამუსი და საქონელი როგორ უნდა დადგეს გვერდიგვერდ? ნამუსი პირველია,იმის მერე საქონელი გინდა გქონდეს და გინდა არა”.
* * *
“უწინ კაცი უნდა მოკვდესო… ქალი ერთ კონა ფიჩხზე მთელ სოფელს გაათბობსო,კაცი ერთ საჟენ შეშას ისე ამობუგავს ბუხარში,შეიძლება თვითონაც ვერ გათბესო…” – (ვაჟა ჩოდრელის მოთხრობიდან – “სახლიკაცი”)
* * *
“ეჭვი არაა,ღმერთი სასწაულებს სჩადის,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როცა საჭიროდ მიიჩნევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რა სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება,ადამიანებს ერთი ქრისტიანული სარწმუნოება რომ აერთიანებდეს,გონიერებას რომ მოვუხმობდეთ და მშვიდობიანად ვაწესრიგებდეთ სადავო საკითხებს.ბოლოს და ბოლოს ყველა მიმდინარეობა ხომ ერთსა და იმავე ღმერთზე ლოცულობს”.
* * *
“კარგს რას უნდა ელოდეს კაცი,როცა ერთმანეთის არავის ესმის.კინკლაობა სარწმუნოების გამო საშიში სენია და დიდი უაზრობაც”.
* * *
“უფროსებს თქვენი ჯამაგირი მართებთ,თქვენ კი მათი მორჩილება გმართებთ!”
* * *
“ვინ გაბედავს ზღვარი დაუდოს ადამიანის გონებას?” – (როზმარი შუდერის რომანიდან – “ჯადოსნის ვაჟიშვილი”)
* * *
“ყოველ თაობას უნდა მიაჩნდეს,რომ მხოლოდ იგი ფლობს ჭეშმარიტების საიდუმლოების გასაღებს”. – (იოზეფ იგნაცი კრაშევსკის რომანიდან – “ძველი თქმულება”)
* * *
“ზნეობა-უზნეობაში კლასობრივი მიდგომა შეცდომაა,რაც არღვევს ხალხის მიერ ათასწლობით შემუშავებულ ნორმებს და საბოლოოდ რყვნის და ათახსირებს ყველას (“შვილმა მამა დააბეზღა – კულაკიაო,მამამ შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა,თქვენ მამას ხვრეტთ,შვილს კი ქანდაკებას უდგამთ,ესაა სამართალი?)” -
* * *
“კმაყოფილება დროის შეჩერებაა და არსებობის დასასრულის დასაწყისი,რადგან,იყო კმაყოფილი და მეტი არაფერი არ გსურდეს,ისევე არაბუნებრივია ადამიანებისათვის,როგორც ერთ წერტილში შეჩერებული დრო და იმის სურვილი,რომ ამ შეჩერებულმა დრომ შეინარჩუნოს ეს იდუმალი სიჩუმე”. – (თენგიზ ბუაჩიძის რომანიდან – “გზა ბავშვობისაკენ”)
* * *
“პოლიტიკურ სარბიელზე პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა,თავი მაჟორული საშუალებებით საქონლად წარმოადგინო”.
* * *
“მე მგონი,არც კარგი ადამიანები არსებობენ და არც ცუდნი,უბრალოდ ადამიანს შეუძლია იყოს ის,რაც არის ან არა”.
* * *
” – დანაშაულის ჩამდენი რომ ადრინდელ კაცად იქცეს,დანაშაული უნდა გამოისყიდოს.ასეთი გამოსყიდვა შეიძლება იყოს მონანიება”.
* * *
” – დამნაშავე ბუნებით დამნაშავეა.დანაშაულის ჩადენის დროსაც დამნაშავეა და, როცა სიკვდილით სჯიან,მაშინაც კვდება,როგორც დამნაშავე.აქ საშუალო გზა შეუძლებელია”.
* * *
“მე არ ვარ გმირი,რომელიც ცეცხლს უნთებს ადამიანთა გულებს,არც დაგვიანებული თაობის ანდერძის შემსრულებელი.მე ისეთივე ვარ,როგორიც თქვენა ხართ”. – (ქენძაბურო ოეს რომანიდან – “დაგვიანებული ახალგაზრდობა”. – (ავტორი გენია.ჯი)