ჯარჯი ფხოველი – “ქრთამი”
ლეგენდა ამბობს: ხანის იმპრატორის ჰარამხანაში იმდენი ქალი იყო,რომ იმპერატორს მათ სანახავად და გასაცნობად დროც კი არ ჰყოფნიდა.ამის გამო იმპერატორმა სასახლის მხატვარს უბრძანა,დაეხატა ისინი: სურათში ვინც მოეწონებოდა,იმათ მოიწვევდა ღამის სასახლეში… იმპერატორის ცოლები საკმაოდ მოხერხებულები აღმოჩნდნენ: მხატვარს ქრთამს აძლევდნენ და ისიც წარმტაც,მომხიბვლელ ქალებს ხატავდა… ხოლო ერთ-ერთმა ულამაზესმა ვან ჩაო ძიუნმა მხატვარს ქრთამი არ მისცა.მხატვარმა ის დახატა გონჯი და მახინჯი. (ავტორი გენია.ჯი) ცხადია,იმპერატორმა ვან ძიუ ღამის სასახლეში არ მიიწვია… გამოხდა ხანი.იმპერატორს სტუმრად ეწვია ბარბაროსთა ქვეყნის ხუნანის მმართველი… მას სხვა საჩუქრებთან ერთად უბოძეს ერთი,სურათების მიხედვით,ყველაზე შეუხედავი ქალი: ეს გახლდათ ულამაზესი ვან ძიუნი… გამგზავრების წინ ის უნდა გამოთხოვებოდა იმპერატორ-მეუფეს.ეახლა კიდეც: იმპერატორი გააოგნა მისმა ზღაპრულმა სილამაზემ,მაგრამ ვან ძიუნის დაბრუნება შეუძლებელი იყო: ის ხუნანის მმართველს ეკუთვნოდა უკვე… გააფთრებულმა იმპერატორმა ბრძანა: კარის ბოროტი მხატვარი დაეგლიჯათ და ისე გადაეგდოთ… აი,ასეთი ნაყოფი გამოიღო ქრთამსაყოლილ შემოქმედის უკეთურებამ.ამ ამბის გამო ბევრი რამ დაიწერა ჩინურ ლიტერატურაში: ყველაზე საჩინო კი ლიბოს ნაღვლიანი ლექსი – “ვან ჩაო ძიუნია”. – (ავტორი გენია.ჯი)