ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – “ჩიტი აღმოსავლეთიდან”

” – და სად დაიკარგა მოციქულ მუჰამედის სიტყვები: “მე მომეცა ერთი მხრივ,წუთისოფლის საგანძურთა გასაღებები და უკვდავება ამქვეყნად; მეორე მხრივ კი, – სამოთხე.არჩევანი მომეცა,ამერჩია ან ეს,ან ჩემი უფლის წინაშე წარდგომა და სამოთხე.მე ვარჩიე შეხვედრა ჩემს ღმერთთან და სამოთხე!..” ან ასევე მოციქულის ნათქვამი: “ღმერთო,მიმიბარე მე ღატაკი და ნუ მომკლავ მე მდიდარს!..”

- დიახ,უეჭველია,ცათა სასუფევლის დანგრევაზე თავად სასულიერო პირნი არიან პასუხისმგებელნი!.. ისინი,ვისაც ევალება,გათავისუფლდნენ ყოველგვარი ამქვეყნიური ტვირთისგან და წარდგნენ ღვთისმოშიშნი და ასკეტნი,მართლა მომლოდინენი სხვა ნეტარებისა ზეცად,ისინი პირველნი ტკბებიან ამქვეყნიური,მიწიერი სამეფოთი – მისი კარგი საჭმლით,რომლითაც ხორცს ივსებენ და მისი დაძველებული ღვინით,რომლითაც სახის ფერს იღაჟღაჟებენ!.. მათ განკარგულებაშია მანქანები,რომლითაც დადიან და ხელფასები,რომელსაც იღებენ… ისინი საუბრობენ ცათა სასუფეველზე და ლამის ყველაფერი მათში მეტყველებს იმაზე,რომ მათ ეჭვი შეაქვთ ზეციურ სამოთხეში და თავად ამქვეყნიური სამოთხის დევნაში არიან!.. ყველაფერი,რაც კი წინასწარმეტყველებს თავიანთი ნამდვილი ასკეტიზმითა და უჭმელობით,ხელმოკლე ცხოვრებით უშენებიათ,რითაც დაარწმუნეს ხალხი,რომ ისინი, – მოციქულნი, – მართლა სხვა ცხოვრებიდან გამოელოდნენ რაღაცას,ამათ დაანგრიეს!.. ესენი გახდნენ ყველაზე ძლიერი მტკიცებულება ციური სასუფევლის სიცრუისა და ამქვეყნიური,მიწიერი სამეფოს ყველაზე უკეთესი რეკლამა!.. ისე ჩაეფლნენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში,რომ ხალხს დაავიწყეს,ამ ცხოვრების გარდა რაღაც სხვაც რომ არსებობს!.. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>