ამონარიდები ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობებიდან…
“ო,რა ცბიერი არსებაა ქალი! მხოლოდ ახლა გავიგე,ვინ ყოფილან სინამდვილეში.აქამდე ვერავინ გაიგო ვინ უყვარს ქალს,მე პირველმა აღმოვაჩინე,რომ ქალს უყვარს ეშმაკი”. – (შეშლილის წერილები)
* * *
“აი,დალახვროს ეშმაკმა! დაიწყებს რაიმეს კეთებას ქრისტიანი,სიქას გამოიცლის,როგორც მეძებარი კურდღლის დევნაში,მაგრამ მაინც არაფერი გამოდის.სულ სხვა საქმეა,როცა ეშმაკი ჩაერევა.გაიქნევს კუდს და აღარ იცი,საიდან რა ჩნდება,თითქოს ციდან ჩამოვარდაო”. – (მაისის ღამე,ან დამხრჩვალი ქალწული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ლამაზი ცოლის სისულელე განსაკუთრებულ მშვენიერებას წარმოადგენს.ასე თუ ისე,ბევრია ისეთი ქმარი,რომელიც აღფრთოვანებულია თავისი მეუღლის სისულელით.ამ სისულელეში მამაკაცები ბავშვური გულუბრყვილობის ნიშნებს ხედავენ.როგორი სასწაულმოქმედია სილამაზე.ლამაზ ქალში გონებრივი და აზროვნების ნაკლიც არაჩვეულებრივად წარმტაცი ხდება.მათში ბიწიერებაც მიმზიდველი ჩანს,მაგრამ საკმარისია გაქრეს სილამაზე და მაშინ ქალს მამაკაცთან შედარებით ოცჯერ მეტი ჭკუა დასჭირდება,რათა არათუ სიყვარული,მისდამი პატივისცემა მაინც აღგიძრათ”. – (ნევის პროსპექტი)
* * *
“მე მგონია,რომ აზრების,გრძნობნებისა და შთაბეჭდილებების მეორე არსებისთვის გაზიარება ამქვეყნად ერთ-ერთი უპირველესი ბედნიერებაა”. – (შეშლილის წერილები)
* * *
“რამდენად დაუნდობელია ადამიანი,რამდენი ფარული შემზარავი უხეშობაა დახვეწილ,განათლებულ მაღალ წრეში და, ღმერთო ჩემო! იმ ადამიანშიც კი,რომელიც კეთილშობილად და პატიოსნად მიაჩნია საზოგადოებას…” – (შინელი)
* * *
“სამართლიანად უთქვამს რომელიღაც მწერალს,რომ სიყვარული მეორე სიცოცხლეა”. – (შეშლილის წერილები)
* * *
“ნებისმიერ დეპარტამენტზე,პოლკზე,კანცელარიაზე,ერთი სიტყვით,ყოველგვარ თანამდებობრივ წოდებაზე საშინელი არაფერი არსებობს”. – (შინელი)
* * *
“ცოდვა ერთი წამია!” - (მაისის ღამე,ან დამხრჩვალი ქალწული)
* * *
“დასწყევლოს ღმერთმა! მეც მსურდა გავმხდარიყავი გენერალი,არა იმისთვის,რომ სოფი ცოლად შემერთო,მე მინდოდა გენერალი ვყოფილიყავი მხოლოდ იმისთვის,რომ მენახა,როგორ დამიწყებდნენ ლაქუცს,თავისებურ ცერემონიებს და რაღაც-რაღაცებს,შემდეგ კი მეთქვა,რომ მიმიფურთხებია ყველასთვის”. – (შეშლილის წერილები)
* * *
“რა უცნაურად,როგორ გვათამაშებს ბედი! განა კი ოდესმე ვიღებთ იმას,რაც გვსურს? ვაღწევთ კი იმას,რისთვისაც ჩვენი ძალები თითქოს და საგანგებოდ არიან განკუთვნილი? ყველაფერი უკუღმართადაა გაჩენილი,ერთს ბედმა უმშვენიერესი ცხენები მისცა,მაგრამ იგი მათ სილამაზეს ვერ ამჩნევს და გულგრილად სეირნობს,მაშინ როცა მეორეს ცხენების სიყვარული უწვავს გულს,მაგრამ ფეხით დადის და მხოლოდ იმით კმაყოფილდება,რომ ნერწყვსა ყლაპავს,როცა მის წინ ბედაურს გაატარებენ.მესამეს იშვიათი მზარეული ჰყავს,მაგრამ,სამწუხაროდ,ისეთი პატარა პირი აქვს,რომ ორ ლუკმაზე მეტს ვერ ყლაპავს.მეორე კი მთავარი შტაბის თაღებისხელა პირის პატრონია,მაგრამ ვაი,რომ იძულებულია მხოლოდ კარტოფილისგან მომზადებული სადილით დაკმაყოფილდეს.რა უცნაურად გვათამაშებს ჩვენი ბედი!” – (ნევის პროსპექტი) – (ავტორი გენია.ჯი)