ჯეიმ ფენიმორ კუპერის რომანიდან – “უკანასკნელი მოჰიკანი”
“თუ კაცი წიგნს ყურადღებას არ მიაქცევს,განგების გაშლილი ხელიდან ბევრს ნურაფერს გამოელის”.
* * *
“თურმე არიან ისეთი ადამიანები,რომლებიც წიგნს კითხულობენ,რომ დაირწმუნონ თავი ღვთის არსებობაში!”
* * *
“რაინდობის ჭეშმარიტი მცნებაა: “დაუსჯელად ვერავინ გამანაწყენებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ისტორიას,ისევე,როგორც სიყვარულს,დიდი მიდრეკილება აქვს გამოგონილი შარავანდედით შემოსოს თავისი გმირები”.
* * *
” – მხოლოდ მიუწვდომელი სიბრძნე და უსაზღვრო ძალა გაბედავს ერთბაშად მოსპოს მრავალი ადამიანი,რადგან მხოლოდ ერთადერთს მას ძალუძს მისწვდეს სასჯელის აუცილებლობას.მერედა ვის შეუძლია უფლის ქმნილებათა შეცვლა? მე ცოდვად მიმაჩნია მეორე ხარირემი მოვკლა,სანამ პირველი არ შეჭმულა”.
* * *
“ვისაც გაქცევა შეუძლია,მოსაკლავად არ დადგება!”
* * *
” – ღმერთს არასოდეს ჰქონია ფიქრად,რომ კაცმა მთელი თავისი უნარი ყანყრატოში მოაქციოს,სხვა უკეთესი ნიჭი კი მიივიწყოს!”
* * *
“წყალზე მიმავალ ხარირემს მეწინავეობა შეშვენის და არა კუდში ჩანჩალი!”
* * *
” – ყოველ კვალს თავისი ბოლო აქვს და ყოველი უბედურება რაღაცას გვასწავლის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ჭკვიან კაცს ეშინია,ჩემმა შებერვამ ჩემს ძმებსაც არ წაართვას სიმამაცეო”.
* * *
“მე ერთი უღირსი და ბეჩავი მიმდევარი ვარ იმისი,ვინც შურისძიების წყეულ ცნებას არ ქადაგებდა! ამიტომ,თუ დავიღუპე,ჩემს სულს მსხვერპლს ნუ შესწირავთ – პირიქით,მიუტევეთ კიდეც მკვლელებს; და თუ საერთოდ ოდესმე მოიგონებთ, დაე, ლოცვით მოიგონებდეთ მათი გონების განათლებისა და მათი მარადიული კეთილდღეობისათვის!”
* * *
“კაცმა იმდენად უნდა დააფასოს თავისი ნიჭი და უნარი,რამდენადაც სხვებს უღირს ისინი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩვენი თვალები მიმართულია ამომავალი და არა ჩამავალი მზისაკენ! ჩვენ ვიცით,საიდანაც ამოდის იგი,მაგრამ არ ვიცით,საით მიდის”.