სელმა ლაგერლეფის ტრილოგიიდან – “ლიოვენშოლდების ბეჭედი”
“სურვილს რომ ძალა ჰქონდეს,ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ამქვეყნად.ვინ მოთვლის,რამდენნაირი სურვილები აქვთ ადამიანებს! რამდენი კარგი რამ სურთ მათ საკუთარი თავისთვის! რამდენ ადამიანს სურს აერიდოს ცდუნებას,ავადმყოფობას! რამდენ ადამიანს სურს თავიდან აიცილოს სიკვდილი! იცის,ძალიან კარგად იცის მან,რომ სურვილი არავის ეკრძალება,იმიტომ,რომ სურვილს არავითარი ძალა არა აქვს”.
* * *
” – სიყვარულის დასამარება საშინელი ცოდვაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მართალს ამბობენ,ყოველივე უფრო იოლი ასატანია,თუ იცი,რომ საქმე გადაწყვეტილია და არაფერი ეშველება”.
* * *
“ვერც ერთი უგემრიელესი კერძი ვერ მიანიჭებს ადამიანს ისეთ სიამოვნებას,როგორსაც ის,რომლითაც ტკბება ოცნებაში”.
* * *
“ძლიერ სიყვარულსაც კი შეიძლება მარცხი და საბედისწერო შედეგი მოჰყვეს”.
* * *
“თუ ქალი თითსაც არ გაანძრევს იმისთვის,რომ დაუახლოვდეს სანატრელ ადამიანს და მხოლოდ თავის გულში იკლავს სურვილს,ფუჭია ყოველივე.
თუ ქალმა იცის,რომ არარაობაა,მახინჯია და თანაც ღატაკი, და თუ იმასაც მიხვედრილა,რომ ვისი მონადირებაც სწადია,იმას სულაც არ ახსოვს მისი ამქვეყნად არსებობა,შეუძლია იჯდეს და თავი შეიქციოს თავისი სურვილებით”.
* * *
“რა მწარეა,რომ იმას,ვინც ჩვენ გვიყვარს,არ შეუძლია ასეთივე სიყვარულით გვიპასუხოს”.
* * *
“ძნელია იმის მტკიცება,რომ ადამიანთა სურვილისამებრ სამყაროს კანონები შეიცვლება,მაგრამ იმაში არავის შეეპარება ეჭვი,რომ ადამიანს ძალუძს მოერიოს საკუთარ თავს,დაიოკოს თავისი სურვილები და ჩაიხშოს სინდისის ქენჯნა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ვისაც სიმდიდრე და ძალაუფლება მოელის,მათ შეურაცყოფას ვერ ბედავენ”.
* * *
“მართლაც,რა სჯობია იმას,ადამიანი თავს არ იზოგავდეს და ღრმა სიბერემდე სულ გარჯაში იყოს,დღენიადაგ სახლის სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნავდეს,სხვა რა გინდა ამ ცხოვრებისაგან,თუ მუშაობის უნარი და საშუალება გაქვს”.