ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
1. „ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომა მისი წესია, უამისოდ კაცი ღმერთი იქნებოდა!” – ალექსანდრე ყაზბეგი (მოძღვარი)
* * *
2. „კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისათვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად”. – გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი (მარტოობის ასი წელიწადი)
* * *
3. „ფულის არტახები უფრო და უფრო მაგრად ეჭირება, ზნეობა კი უკიდურესად დუნდება”. – ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტების საგა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ადამიანები გრძნობენ, რომ ვერასოდეს მიაღწევენ იმ წერტილს, რომლისკენაც გამუდმებით ისწრაფვიან და რომელიც მათ ხელიდან უსხლტება და იდუმალების მორევში ინთქმება. სიახლოვე განშორებად იქცევა. აღფრთოვანება გაივლის და მარტოობა რჩება. სიკვდილი გულში ჩაკვრაა”. – ადელაინ ვირჯინია ვულფი (მისის დოლოვეი)
* **
5. „ჩემი ოცნებაა კარგ საზოგადოებაში ცხოვრება,რადგან ცუდი წრე ხაფანგს ჰგავს,რომელიც თავის ქალას გაგიჭეჭყავს და ერთი დაკვრით ისე გააბრტყელებს და მიწასთან გაასწორებს ქალს,რომ არარაობად აქცევს”. – ემილ ფრანსუა ზოლა (ხაფანგი)
* * *
6. „ – ხელუხლებლად დავიცვათ ის ცოდნა, რომელიც მომავალში გამოგვადგება”. – რეი დაგლას ბრედბერი (451 გრადუსი ფარენჰაიტით)
* * *
7. „ – ბევრი მინახავს, ფრონტის ასაცილებლად რომ დაუსახიჩრებია თავი.
- ეგ სხვა საქმეა. მაგისთანა ხალხს მეც შევხვედრივარ. მე თქვენ გკითხეთ – ისეთი კაცი თუ გინახავთ, რომელიც ჯარიდან გათავისუფლებისათვის მუცელში წიხლებს იზელდეს-მეთქი”. – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (მშვიდობით იარაღო)
* * *
8. „სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი”. – ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი (ლამაზი მეგობარი)
* * *
9. „შურისძიება იქნებ ბოროტება იყოს, მაგრამ ბუნებრივია, მე ანგელოზი არ გახლავარ!” – უილიამ მეიკპის თეკერეი (ამაოების ბაზარი)
* * *
10. „დიდი უკმაყოფილება მიპყრობს, როცა ვისმენ, როგორ ამეორებინებენ მეცადინეობის დროს ბავშვებს ათ მცნებას. მეოთხეს რა უშავს, საკმაოდ კეთილგონივრულია: “პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”. თუ ბავშვები ამ მცნებას კარგად ჩაიბეჭდავენ თავში, მაშინ შეუძლიათ მთელი დღე ივარჯიშონ მის გამოყენებაში. მაგრამ, ავიღოთ მეხუთე, რა უნდა თქვა მასზე? “არა კაც კლა”. თითქოს რომელიმე ადამიანს სურვილი ჰქონდეს სხვისი მოკვლისა! ვიღაცა გძულს, გული მოგდის, დაუფიქრებლად იქცევი და ამისა და ზოგი სხვა რამის მიზეზით შეიძლება მოხდეს, რომ ზოგჯერ ვიღაცამ ვიღაცა მოკლას. მაგრამ განა ბარბაროსული მცნება არ არის ბავშვებს მკვლელობა და მოკვლა აუკრძალო? რომ ეწეროს: “იზრუნე სხვის სიცოცხლეზე, აღმოფხარი ყველაფერი, რამაც შეიძლება ავნოს, გადაარჩინე საკუთარი საფრთხის ფასად, იცოდე თუ მას ავნებ, ავნებ საკუთარ თავსაც”, – მაშინ ეს ის მცნებები იქნებოდა, განათლებულ, გონიერ ხალხში რომ არის გავრცელებული და კატეხიზმოს სწავლების დროს მხოლოდ ყურით მოთრეული კითხვით რომ მოიხსენიებენ: “რა არის ეს?” – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი) – (ავტორი გენია.ჯი)