ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი”
1. “ბოლოს და ბოლოს რა არის ადამიანი? საცოდავი მიკროორგანიზმი,რომელიც სიკვდილის ენითგამოუთქმელი შიშით ჩაბღაუჭებია დედამიწის თიხის ბურთს და მასთან ერთად ყინულოვან უკუნეთისკენ მიჰქრის? ან ეს – ტვინი,განსაკუთრებული იდუმალი მატერიის – აზრის – გამომმუშავებელი ღვთაებრივი აპარატი,მატერიისა,რომლის ერთი მიკრონიც მთელ სამყაროს იტევს… ჰა? აი – სწორედ ეს არის საქმე…”
2. “დიდ საქმეებში,პირადი მტრობა ან მეგობრობა აღარ არსებობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
3. “სიკვდილი არ არსებობს.არსებობს მარადიული განახლების მსგავსი რამ…”
4. “კაცობრიობა გარდუვალად დაუბრუნდება პირველყოფილ ეპოქას,გაცვლით ვაჭრობას,ველურობასა და ქაოსს”.
5. “ზოგჯერ მგონია,რომ ბედნიერება მარტოოდენ ბედნიერების ძიებაშია… და კიდევ მოგონებებში”.
6. “ვითარების აწონ-დაწონას მაშინ შეუდექით,როცა გამარჯვების ისტორიის დაწერა გოგესურვებათ…”
7. “სტრატეგია – გამარჯვების მეცნიერებაა”.
8. ” – მე თქვენ სხვა რამეს გთავაზობთ.ჩემო მტერო,ყური დამიგდეთ… მე ხელთ ჩავიგდებ მთელ ძალაუფლებას დედამიწაზე.არც ერთი საკვამლე მილი არ აბოლდება ჩემი ბრძანების გარეშე,არც ერთი გემი არ გავა ნავსადგურიდან.არც ერთი ჩაქუჩი არ დაჰკრავს.ყოველივე – თვით სუნთქვის უფლებაც კი – ცენტრს დაემორჩილება.ცენტრი კი მე ვარ.ყოველივე მე მეკუთვნის.ჩემს წვერებიან,გვირგვინოსან პროფილს გამოვკვეთავ ოქროს რკალებზე; მეორე გვერდზე კი მადამ ლამოლის პროფილი იქნება.შემდეგ შევარჩევ “პირველ ათასეულს”, – ვთქვათ,დაახლოებით სამ მილიონ წყვილს.ესენი პატრიციები იქნებიან.ისინი მიეცემიან უმაღლეს განცხრომას და შემოქმედებას.მერე დავადგენთ იმას,თუ რამდენი მუშახელი იქნება საჭირო კულტურის სრული მომსახურეობისათვის.აქაც მოვახდენთ შერჩევას.მათ ზრდილობისათვის მშრომელებს ვუწოდებთ…
- აბა,აბა,უეჭველად…
- ხითხითი,ჩემო მეგობარო,საუბრის დასასრულისთვის შემოინახე… ისინი არ აჯანყდებიან,არა,ჩემო ძვირფასო.რევოლუციის შესაძლებლობა ძირფესვიანად იქნება მოსპობილი.ყოველ მშრომელს კლასიფიკაციის შემდეგ და შრომის წიგნაკის გაცემის წინ პატარა ოპერაცია გაუკეთდება.სრულიად შეუმჩნევლად,შემთხვევით ნარკოზის საშუალებით… თავის ქალის ქვეშ პატარა ნაჩხვლეტი. და სხვა არაფერი.თითქოს თავბრუ დაეხვა.გამოფხიზლდება და ის უკვე ჩვენი მონა იქნება.დაბოლოს,გარკვეულ ჯგუფს განვაცალკევებთ რომელიმე მშვენიერ კუნძულზე მარტოოდენ მოსამრავლებლად.ყველა დანარჩენი უნდა მოისპოს,როგორც ზედმეტი არსება.აი,პეტრე გარინის მიერ შემუშავებული მომავალი კაცობრიობის სტრუქტურა.ეს მშრომელნი პირუტყვებივით იმუშავებენ და იმსახურებენ უსიტყვოდ,ულაპარაკოდ საჭმლის გულისათვის.ისინი უკვე ადამიანები აღარ იქნებიან,მათ შიმშილის გარდა აღარაფერი შეაწუხებთ.საჭმლის მონელებაც კი ბედნიერებას მიანიჭებთ.რჩეული პატრიციები კი ნახევრად ღმერთები იქნებიან,მე ხალხი ერთობ მეზიზღება,მაგრამ სასიამოვნოა კარგ საზოგადოებაში ყოფნა.გარწმუნებთ,ძმობილო,რომ სწორედ ეს იქნება ნამდვილი ოქროს ხანა,რომლის შესახებაც პოეტები ოცნებობდნენ.ზედმეტი ადამიანებისაგან დედამიწის გაწმენდით გამოწვეული საშინელების შთაბეჭდილება ძალიან მალე გაქრება.
- ფაშისტური უტოპიაა,თუმცა საკმარისად საინტერესო, – თქვა შელგამ”. – (ავტორი გენია.ჯი)