რეიმონდ დაგლას ბრედბერის რომანიდან – “ბაბუაწვერას ღვინო”
“ეეჰ, მხოლოდ ეს რომ იყოს გაფუჭებული, კიდევ რა უჭირს! მე, თქვენ, ეს ქალაქი, ეს ქვეყანა, მთელი მსოფლიოც გაფუჭებულია! ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი!”
* * *
“ვისაც ოჯახი აქვს, ის არასოდეს კვდება”.
* * *
“ყველანაირი კერძი გავსინჯე და ყველა ცეკვა ვიცეკვე; ერთადერთი ნამცხვარიღა დამრჩა, რისთვისაც გემო არ გამისინჯავს, ერთადერთი მელოდია, ჯერაც რომ არ დამისტვენია, მაგრამ არც მისი მეშინია. გულწრფელად მაინტერესებს, როგორია. მერწმუნეთ, სიკვდილის ერთ ლუკმასაც არ გამოვტოვებ ისე, რომ არ დავაგემოვნო”.
* * *
“ადამიანებს ვერ ენდობი, რადგან ისინი გტოვებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დარდად ისიც გაგვყვება, რომ რეალურ სამყაროში მეგობრები ქრებიან, ადამიანებს ხოცავენ და მიწაში მარხავენ”.
* * *
“აქ, ადამიანთა სამყაროში, დროს, ფულსა და ლოცვებს, როგორც წესი, ძალზე მცირე საფასურის სანაცვლოდ ან სულაც უქმად ვხარჯავთ”.
* * *
“ის, რაც ერთისთვის ნაგავია, სხვისთვის შეიძლება ფუფუნებას ნიშნავდეს”.
* * *
“არიან ადამიანები, ვისაც ძალზე ადრეულ ასაკში აწვებათ დარდი. თითქოს ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ეს ლამის დაბადებიდანვე მოსდევთ. მათი გულისტკენა სხვებზე იოლია, დანარჩენებზე სწრაფად იქანცებიან, მეტს ტირიან, უფრო ხანგრძლივი მახსოვრობა აქვთ… ეს კარგად ვიცი, მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ”.
* * *
“სკოლა. სკოლას ვერ ავცდებით! რატომ გამოფენენ ხოლმე ეს მაღაზიები სასკოლო ნივთებს მაშინ, როდესაც ზაფხული ჯერ დამთავრებულიც არაა?! ნახევარ არდადეგებს გვიმწარებენ!”
* * *
“წლები რომ მოგემატებათ, თქვენც იგრძნობთ, რომ დღეები რაღაცნაირად იბინდება და ერთიმეორეში ირევა… ერთ დღეს მეორისაგან ძნელადღა არჩევთ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბოლოს და ბოლოს, ააშენეთ ბედნიერების მანქანა?”