ამონარიდები ჯოზეფ რადიარდ კიპლინგის მოთხრობებიდან…
“რაც უფრო ახლოვდება სიკვდილის ჟამი,მით მეტად მერევა სიძულვილი ამ სამარისებული აჩრდილის მიმართ.ასე მოსდგამთ ხომ ცოცხალ არსებათ.უცნაურია,მკვდართა საუფლოში მყოფობდე და ჯერ ცხოვრების ნახევარიც არ განგევლოს.ათასჯერ უფრო შემზარავია ლოდინი ენით უთქმელი საშინელების”. – (რიქშა-აჩრდილი)
* * *
“მე ღარიბი კაცი ვარ და ჩემთვის სამართალს ვინ გააჩენს”. – (ტყუპი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – სიმართლე ვის რა თავში სახლელად უნდა”. – (ოლქის თავკაცი)
* * *
” – ყოველ კაცს საკუთარი ღმერთი ჰყავს აჩენილი.ცეცხლი იქნება თუ დედამიწა,ყველა ჩვენგანს ერთნაირად ეკუთვნის,ბოლოს და ბოლოს”. – (ნამგეი დულა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მოხუცი კაცის გონება მსგავსია ნუმაბის ხისა – ნაყოფი,კვირტი და წარსული წლების მკვდარი ფოთლები ერთად რომ შვენის.ახლა თუ გარდახდენილი ერთად იყრის თავს მოხუცი კაცის მახსოვრობაში”. – (წყალდიდობის ჟამს)
* * *
“ინგლისის სამართალი დიდ მდინარესა ჰგავს.წინ წარდგენილი იგი არასოდეს ბრუნდება უკან”. – (ტყუპი)
* * *
“უზნეობა თაობიდან თაობას გადაეცემა მემკვიდრეობით”. – (ამირას მოწყალება)
* * *
“ქრისტიანობას ძალზე დიდი დრო დასჭირდება,რათა ამოძირკვოს ცივილიზაციას უზიარები ისეთი გრძნობა,როგორიცაა,ვთქვათ,შეყვარება ერთი დანახვით”. – (ლისპეტი)
* * *
“მტრობა დავივიწყე,მაგრამ გველი გველობას მაინც არ მოიშლის,ცრუ დარჩება ცრუდ,ვიდრე არ მიეწევა განგების რისხვა”. – (ტყუპი)