ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან – “კუკარაჩა”
“მთელი მსოფლიოს ადამიანები,ფაქტიურად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ,მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – გოგო,ნათელა,მასწავლებლის შვილი მაინც არ იყო,დედაშენი მთელ ვაკეს ღრამატიკას და “ვეფხისტყაოსანს” რომ ასწავლის,შენ საკუთარისა და სხვისის გარჩევა ვეღარ გასწავლა?!”
* * *
” – რატომ ეშინია შენი ყველას?
- ალბათ,იმიტომ,რომ მე არ მეშინია არავისი”.
* * *
” – გოლგოთაზე სასეიროდ მოსულო პირუტყვებო,ღმერთის ხმა არ გესმით?”
* * *
” – და შენ გგონია,ნაძირალები კინოში,თეატრში ან ოპერაში არ დადიან? შენ გგონია,ნაძირალები წიგნს არ კითხულობენ,ნაძირლებს ცოლ-შვილი არა ჰყავთ და არავინ უყვართ?”
* * *
“სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია,რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება,თავისუფლებისაკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს.მერე ჩვენ ზოგჯერ ნებით,ზოგჯერ უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან,უფრო ხშირად,იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში,ხელოვნებაში და ლიტერატურაში… ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია… მართალია,ზოგი დიდია,ზოგი უფრო პატარა,ზოგი უფრო სუსტი,ზოგი უფრო ძლიერი,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს,რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია,რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა… და უბედურია ის კაცი,ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან”.
* * *
“არც ერთი დაკვნესება,არც ერთი “მიშველეთ!” და არც ერთი “ვაი დედა!”
ლამაზად მოკვდა კუკარაჩა”.