ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “აელიტა”
“სიბრძნის დასანახად ჩემი თვალები ყოველთვის ღიაა და ყურები კი მუდამ მზად არის მოსასმენად”.
* * *
“ადამიანში თვლემს მსოფლიოს ძალთა შორის უძლიერესი ძალა – გონების მატერია.როგორც მშვილდის ლარით მომართული და მარჯვე ხელით გამიზნული ისარი მოხვდება მიზანს, – ისევე მთვლემარე გონების მატერიაც შეიძლება დაიძაბოს ნებისყოფის ლარით,წარიმართოს ცოდნის ხელით.მისწრაფებული ცოდნის ძალა განუსაზღვრელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ცივილიზაციის დასასრული ოქროს ხანის გვირგვინით იქნება შემკული”.
* * *
“ცოდნის შემდგომ განვითარებას დაღუპვა მოჰყვება: კაცობრიობა ისევე მოისპობს თავის თავს,როგორც თავისივე კუდის დამკბენი უხსენებელი”.
* * *
“ფიქრობენ ანარქია თავისუფლებააო.არა,ანარქიას მარტოოდენ ანარქია სწყურია! სახელმწიფოს ვალია – ებრძოლოს ამ ნგრევას, – ასეთი გახლავთ კანონი! ანარქიას უნდა დავუპირისპიროთ წესრიგის ნებისყოფა.ჩვენ უნდა ვუხმოთ ქვეყნის ჯანსაღ ძალებს და უმკაცრესი დანაკარგის ფასად ბრძოლით ვეკვეთოთ ანარქიას”.
* * *
“თანასწორობა მიუწვდომელია,თანასწორობა არ არსებობს.საყოველთაო ბედნიერება – გადარეულთა და ხავრით დამთვრალთა ბოდვაა.ტუსკუბმა თქვა: თანასწორობისა და საყოველთაო სამართლიანობის წყურვილი ცივილიზაციის უმაღლეს მიღწევებს ანგრევსო. – გორას ტუჩებზე მოწითალო დუჟი გადმოუვიდა. – დაუბრუნდით წარსულს,უთანასწორობას,უსამართლობას! დაე,იხებივით გვეკვეთონ წარსული საუკუნეები.მონებზე ბორკილების დადება,მანქანებზე,დაზგებზე მათი მიჯაჭვა,მაღაროებში ჩაშვება… დაე,დაიხვეწოს,აღსრულდეს ტანჯვა და ნეტართ კი – სრული ბედნიერება მიენიჭოთ… აი,რა არის ოქროს ხანა.კბილთა კრეჭა და წყვდიადი.წყეულიმც იყოს ჩემი დედ-მამა ქვეყნად ჩემი გაჩენისათვის! წყეულიმც იყოს ქვეყნად გაჩენა! წყეულიმც ვიყო!”
* * *
“ძალა,რომელიც მსოფლიო წესრიგს ანგრევს – ანარქიაა!”
* * *
“ჩვენ სიკვდილი არა გვწადია.ჩვენ იმისთვის დავიბადეთ,რომ ვიცოცხლოთ!” – (ავტორი გენია.ჯი)