ჰერბერტ ჯორჯ უელსის რომანიდან – “დროის მანქანა”

“ამბობენ,მთელი ცხოვრება სიზმარიაო,თანაც საშინელი,ხანმოკლე სიზმარი,მაგრამ რაც არის,ეს არის,სხვა მაინც არ დაგესიზმრება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჩვენ გვავიწყდება ბუნების კანონი,რომელიც ღაღადებს,რომ ტვინის მოქნილობა ერთგავრი კომპენსაციაა იმ საფრთხეების,ცვლილებებისა და უკუღმართობებისათვის,რომელშიც ადამიანს უწევს ცხოვრება”.

* * *

“იქ,სადაც არ ხდება ცვლილებები,სადაც არ არის ცვლილებების აუცილებლობა,არც აზროვნების საჭიროებაა”.

* * *

“გონება მხოლოდ იმ არსებებს სჭირდებათ,რომელთაც ათასგვარ გასაჭირსა და საფრთხესთან უწევთ გამკლავება”.

* * *

“ვარსკვლავების ცქერამ ადამიანური საზრუნავები და სატკივრები უბადრუკად მომაჩვენა”.

* * *

“განუხრელად მზარდი უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის უმაღლესი განათლების ხანგრძლივობისა და სიძვირის შედეგია და ამასთან,მდიდრების ფუფუნებაში ცხოვრების ჩვევისაც. და განა ეს იქამდე არ მიგვიყვანს,რომ კლასების ურთიერთშეხება სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი გახდება? მათ შორის მჭიდრო ურთიერთობის არარსებობის გამო,ქორწინებები სხვადასხვა კლასებს შორის,რომლებიც ახლა ადამიანთა მოდგმის ორ სხვადასხვა სახეობად გაყოფას ამუხრუჭებენ,მომავალში სულ უფრო და უფრო იშვიათი გახდება.ბოლოს და ბოლოს,დედამიწის ზედაპირზე მხოლოდ ქონების მფლობელნი დარჩებიან,რომლებიც დატკბებიან ცხოვრებით,სილამაზესა და განცხრომაში იცხოვრებენ,მიწის ქვეშ კი აღმოჩნდებიან უქონლები,მუშები,რომლებიც მიწის ქვეშ შრომის პირობებს შეგუებულნი იქნებიან. და როგორც კი იქ აღმოჩნდებიან,უეჭველია,ხარკის გადახდა მოუწევთ შეძლებულთათვის თავიანთი საცხოვრებლების ვენტილაციის საზღაურად.თუკი ამაზე უარს იტყვიან,შიმშილით დაიხოცებიან ან გაიგუდებიან.ისინი,ვინც შეგუებას ვერ შეძლებენ, და ურჩები გადაშენდებიან.თანდათან ერთგვარი წონასწორობა დამყარდება: უქონლები თავისებურად ისეთივე ბედნიერები იქნებიან,როგორიც მდიდრები – ზედა სამყაროს მცხოვრებნი.ასე რომ,ჩემი აზრით,ერთ მხარეს ბუნებრივად აღმოჩნდება ნატიფი მშვენიერება,მეორე მხარეს კი უფერული,უბადრუკი სამყარო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ძალა აუცილებლობის შედეგია მხოლოდ.უზრუნველყოფილ არსებობას დაკნინებამდე მივყავართ.ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვამ – ჭეშმარიტმა პროგრესმა ცივილიზაციისა,რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უზრუნველყოფილი გახადა, – გარდაუვალად მიგვიყვანა საბოლოო შედეგამდე”.

* * *

“კაცობრიობა თაობიდან თაობამდე ბუნებაზე გამარჯვებას ზეიმობდა”.

* * *

“ისინი მეტისმეტად ჭკვიანები არიან საიმისოდ,რომ მათი ბრმად დაჯერება შეიძლებოდეს”.

* * *

“ჩვენ ყოველთვის გავურბივართ ახლანდელ დროს.ჩვენი სულიერი ცხოვრება,არამატერიალური,განზომილების უქონელი,თანაბარი სიჩქარით მოძრაობს აკვნიდან საფლავისაკენ სივრცის მეოთხე განზომილებაში – დროში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>