გუსტავ ფლობერის რომანიდან – „მადამ ბოვარი”

„ბუნებრივი ნიჭი არასოდეს არ უნდა ჩაახშოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ყველაზე უფრო სამწუხაროა, როცა უსარგებლო ცხოვრებას მიათრევ, როგორც მე. ჩვენი ტანჯვა რომ ვინმეს გამოადგებოდეს, მაშინ კიდევ შეიძლებოდა მსხვერპლის გაღების ფიქრით მაინც გვენუგეშებინა თავი!”

* * *

„ღამე რჩევის მომცემია”.

* * *

„ბედნიერება, რა თქმა უნდა, სიცრუეა, მხოლოდ იმისთვის მოგონილი, რომ ყველა ნატვრა, იმედი გააცამტვეროს”.

* * *

„დათმენა საუკეთესო საშუალებაა სარწმუნოებაზე მოსაქცევად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველი დიდი არტისტი სანთელს ორივე ბოლომდე წვავს. მათთვის საჭიროა უზნეო ცხოვრება, რათა ოცნება გაიხელონ, მაგრამ ბოლოს საავადმყოფოში კვდებიან, ვინაიდან ახალგაზრდობაში ჭკუა ვერ იხმარეს, რომ შავი დღისთვის რამე შეენახათ”.

* * *

„განცვიფრებული ვარ, რომ ჩვენს დროში, ამ განათლებულ ეპოქაში მაინც დაჟინებით უკრძალავენ ადამიანს გონებრივ დასვენებას, რაც სრულიად უვნებელი, ზნეობრივი და ზოგჯერ ჰიგიენურიცაა”.

* * *

„ადამიანის სიტყვა თითქოს გაბზარული ტაშტია, რომლის დაკვრითაც დათვებს აცეკვებენ იმ დროს, როცა გული ვარსკვლავებს ეთამაშება”.

* * *

„ – ვითომ თქვენზე მეტი ვიცითო და ათასგვარი წამლით გვჭყეპენ, შედეგს კი არ დაგიდევენ. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ და არა სწავლული, არა გენიოსები, არა სულგრძელი მეოცნებენი. ჩვენ საქმის ხალხი ვართ, ჩვენი მოვალეობაა მკურნალობა და აზრადაც არ მოგვივა, რომ ჯანმრთელ კაცს ოპერაცია გავუკეთოთ. მოქცეული ტერფის გასწორებაო! განა შეიძლება მრუდე ტერფის გასწორება?! ეს ხომ იგივეა, კუზიანს ზურგი გაუსწორო?”

* * *

„ – აბა, ერთი მე შემომხედეთ: ყოველდღე დილის ოთხ საათზე ვდგები, წვერს ცივი წყლით (და არასოდეს მცივა) ვიპარსავ, თბილ პერანგებს არ ვიცვამ, სურდოც კი არ ვიცი რა არის, კუჭიც კარგად მიმუშავებს! დღეს ასე ვცხოვრობ, ხვალ – ისე, ცხოვრებას ფილოსოფიურად ვუყურებ და ვჭამ, რასაც ღმერთი მიბოძებს. ამიტომ არც თქვენსავით განებივრებული ვარ და ჩემთვის სულ ერთია, ქრისტიან კაცს გავჭრი თუ შემწვარ ნანადირევს. ჩვეულება დიდებული რამ არის”.

* * *

„მაშ, დიდება სულგრძელ სწავლულებს! ქება და დიდება იმ დაუღალავი გონების პატრონებს, რომელნიც მრავალ უძილო ღამეს ანდომებენ ადამიანთა მოდგმის გასაუმჯობესებელ საშუალებათა ძიებასა და ტანჯულ მოყვასთა ყოფის შემსუბუქებას! სამგზის ქება და დიდება მათ! განა აქ უპრიანი არ იქნება ვთქვათ, რომ ბრმათ თვალნი აეხილნეს და კოჭლნი ვიდოდენ! იმას, რასაც სარწმუნოებრივი ფანატიზმი ოდესმე თავიანთ რჩეულებს ჰპირდებოდა, დღეს მეცნიერება ყოველი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის!”

* * *

„ზენაართან ბრძოლა არ შეიძლება, ანგელოზთა ღიმილს წინ ვერ აღუდგები!”

* * *

„მოვალეობა ისაა, იგრძნო ყოველივე მაღალი, თაყვანი სცე სილამაზეს და არა ის, დაემორჩილო ყოველ სისაძაგლეს, რომელსაც საზოგადოება გვკარნახობს”.

* * *

„პოლიტიკური ქარიშხალი ატმოსფერულ მღელვარებაზე უფრო საშიშია…”

* * *

„ – რამდენი მარცხი არ მომსვლია ცხოვრებაში! და მუდამ მარტო ვყოფილვარ! აჰ! ცხოვრების მიზანი რომ მქონოდა, ვინმეს თანაგრძნობა რომ მრგებოდა, ან ისეთ ვინმეს შევყროდი… ოჰ, მაშინ მთელ ძალას მოვიკრებდი, რაც კი გამაჩნია, ყველაფერს გადავლახავდი, ყოველივეს დავძლევდი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>