უილიამ შექსპირი – “სონეტი LXI”

შენი ბრალია,რომ არ მძინავს ღამით ამდენხანს?

რომ ვერ მოვხუჭე თვალნი სიზმარმორეულები?

რატომ მარგუნე ამ ნანატრი ძილის გატეხა,

რად მომისიე შენი ავი ორეულები?!

* * *

იქნებ მესტუმრა შენი სული ასე შორიდან,

და ჩემს ღამეულ ნამოქმედარს ფხიზლად ჯაშუშობს,

რომ საშინელი რამე ცოდვა შეთხზას ჭორიდან,

და შენი იჭვი ადრინდელი არ მოაშუშოს?!

* * *

თუმცა ვინ მისცა შენს სიყვარულს ძალა ამხელა?

ძილს საკუთარი სიყვარული მიტეხს მარადჟამს,

მან მაიძულა ამ უძილო თვალთა გახელა

და ჩემმა ტრფობამ დამაყენა ღამის დარაჯად…

* * *

ეს უძილობა შენს სიყვარულს არ გამოსახავს,

რადგან ყველასთან ახლობლობ და ჩემგან შორსა ხარ!

კომენტარის დატოვება