ჟიულ გაბრიელ ვერნის რომანიდან – “80 000 კილომეტრი წყალქვეშ”
“ხალხით დასახლებული ქვეყნიერება მეტისმეტად საწყალობელია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მარგალიტი პოეტებისთვის ზღვის ცრემლია,აღმოსავლეთის ხალხის თვალში – გაქვავებული ცვარი,ქალებისთვის უძვირფასესი სამკაული,რომელსაც მინის ელვარება აქვს და სადაფის ნივთიერებისგან შედგება.ქალები მარგალიტით იმშვენებენ ყელს,თითებს,ყურებს.ქიმიკოსთათვის მარგალიტი ფოსტფატისა და კარბონატის ნაზავია,რომელშიც მცირეოდენი წებოც ურევია.ნატურალისტის თვალში ეს არის ორხუფა ნიჟარაში მოთავსებული თონთლო ცხოველის გამონაჟონი”.
* * *
“ჩემი აზრით,სადაც ძალმომრეობაა,იქ სიამოვნება ვერ იქნება”.
* * *
“დასასრული თავად მოვა თავის დროზე”.
* * *
“სანამ საქმეს არ აწონ-დაწონით,უარს ნუ იტყვით მხოლოდ იმის გამო,რომ მის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ”.
* * *
“იმ ადამიანებს შორის,რომელთა ბედიც სამუდამოდ განუყრელია,არ უნდა არსებობდეს საიდუმლოება”.
* * *
“რჩევის მიცემა მონადირისთვის უბრალოდ დროის კარგვაა”.
* * *
“დარბაზის დათვალიერების დროს,უცებ,ირიბ კედელში დატანებულ ოთახს წავადექი… კარი ნახევრად ღია იყო… შევკრთი… უნებურად უკან-უკან დავიწიე… კაპიტნის ოთახი ღია იყო… ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა.ნაბიჯი წავდგი.ოთახის კარი შევაღე და შევედი.აქ ყველაფერი წინანდებურად მოქუფულიყო,მაგრამ კედლებზე შევამჩნიე პორტრეტები,რომლებისთვისაც პირველად ყურადღება არც მიმიქცევია.აქ იყო ისტორიული პირების სურათები,რომელთაც თავისი სიცოცხლე ჰუმანურ იდეებს შესწირეს: აგერ კოსტიუშკო.ეს ის გმირია,რომელმაც დაღუპვისას წამოიძახა: “თავისუფლებას ეღება ბოლო!” ესეც ბოცარისი – თანამედროვე საბერძნეთის ლეონიდე; ო’კონელია,ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი; ვაშინგტონი – ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების დამაარსებელი; ამანინი – იტალიელი მამულიშვილი; ლინკოლნი – მონათმფლობელის ხელით განგმირული.ესეც ჯონ ბრუნი – შავი რასის განთავისუფლებისთვის თავგანწირული,რომელსაც ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.მისი ჩამოხრჩობის ამბავი ხომ ასე ტრაგიკულად დაგვიხატა ვიქტორ ჰიუგომ”. – (ავტორი გენია.ჯი)