ამონარიდები ედოგავა რამპოს მოთხრობებიდან…
“როგორც ჩანს,ნებისმიერ სიკვდილის პირისპირ მდგარ ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს პატივმოყვარული მისწრაფება,ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ არც ისე საშინელი სახელი დატოვოს”. – (ტყუპი ძმა)
* * *
“ადამიანების უმრავლესობას სჯერა,რომ კანონი უსათუოდ უწევს და დასჯის ბოროტმოქმედს.ბრიყვებს ამშვიდებთ ამგვარი თავდაჯერებულობა”. – (წითელი ოთახი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხანდახან სულით ავადმყოფს ძალუძს განჭვრიტოს ის,რაც ჩვენ,საღად მოაზროვნეთ,არ ხელგვეწიფება”. – (მოგზაურობა ნახატთან ერთად)
* * *
“რაც უფრო მზაკვრულია დანაშაული,მით ნაკლებია მისი გამოაშკარავების შესაძლებლობა”. – (ფსიქოლოგიური ტესტი)
* * *
“მინდა გითხრათ,რომ ახლობელ ადამიანთან მტრობა,როგორც წესი,გაცილებით ძლიერი და შეურიგებელია,ვიდრე უცხოსთან”. – (ტყუპი ძმა)
* * *
“ღმერთო,რაოდენ მოსაწყენი რამ არის – ცხოვრება!..” – (წითელი ოთახი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არაჩვეულებრივი დანაშაულის გახსნა ჩვეულებრივ გამომძიებელს არ ხელეწიფება”. – (დანაშაულის უჩვეულო იარაღი)
* * *
“ღმერთებმა მიბაძვის ისეთივე გზნებით აღგვჭურვეს,როგორც მაიმუნები.საშინელი ბედისწერა სდევს თან ადამიანს”. – (მთვარით მონუსხულნი)
* * *
“თუკი მოგბეზრდა სხვებისთვის სიცოცხლის მოსწრაფება,რაღა დაგრჩენია,საკუთარი თავის დაღუპვის გარდა?” – (წითელი ოთახი)
* * *
“ადამიანი,რომელიც სიმართლეს მალავს,თუნდაც შესანიშნავად ფლობდეს სახეს,უძლურია სრულიად ჩაახშოს ნერვული აღგზნებადობა,რომელსაც სხეულის უნებლიე რეაქციები იწვევს”. – (ფსიქოლოგიური ტესტი)
* * *
“როცა ადამიანი რაღაცას ეძებს,ის პირველ რიგში ყველა კუთხე-კუნჭულს დაივლის,ამ დროს კი უყურადღებოდ ტოვებს იმას,რაც ცხვირწინ აქვს”. – (ნაცარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თურმე ამქვეყნად არიან ადამიანები,რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ ჩაიფიქრონ,არამედ განახორციელონ კიდეც დაუჯერებელი რამ”. – (დანაშაულის უჩვეულო იარაღი)