გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან – “მარტოობის ასი წელიწადი”
“ღმერთო ძლიერო,დაგვიბრუნე ის დრო,ქალაქის დაარსებამდე ღარიბები რომ ვიყავით და არაფერი გაგვაჩნდა,რათა იმ ქვეყნად პასუხი არ გვაგებინონ მფლანგველობისთვის,ქარაფშუტობისთვის”.
* * *
“ქვეყნიერების აღსასრული იმ დღეს დადგება,როცა ადამიანები პირველი კლასის ვაგონებით იმგზავრებენ,ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონებში მიუჩენენ ადგილს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მეცნიერებას შეუძლია საუკუნეთა სიღრმე შუქით გაჰკვეთოს და დაგვანახვოს მომავალი,ისევე როგორც შეიძლება ქაღალდის მეორე მხარეს ამოვიკითხოთ ნაწერი,თუ ქაღალდს სინათლის შუქზე გავხედავთ”.
* * *
“თუ გსურს,სიბერეში სიმშვიდე მოიპოვო,ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას”.
* * *
“ხოჭო უხსოვარი დროიდან არსებობს.ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია მოხსენიებული,როგორ ხოცავდნენ მათ ფოსტლებით.დღესდღეობით ამ მწერების გასანადგურებლად მოგონილი ყველა საშუალება – დაწყებული საწამლავმოყრილი პამიდვრიდან,დამთავრებული შაქრიანი ფქვილით,თითქმის უშედეგო აღმოჩნდა.მეცნიერებაში ცნობილია ხოჭოს ათას ექვსასი სახეობა და კაცობრიობაც ათადან და ბაბადან უმოწყალოდ დევნის მათ.ადამიანს მთელი თავისი არსებობის მანძილზე არც ერთი სხვა ცოცხალი არსებისათვის არ უდევნია ასე,საკუთარი სისხლის და ხორცისთვისაც კი. და თუ ხოჭოები დღესაც არსებობენ,ეს იმის ბრალია,რომ ბნელ კუნჭულებს შეაფარეს თავი,ადამიანს კი დაბადებიდანვე დაჰყვა სიბნელის შიში.მაგრამ უნდა ითქვას,რომ ხოჭოები დღისითაც ბოგინობენ და, მაშასადამე,აქედან გამომდინარე,შეიძლება დავასკვნათ: ერთადერთი და ყველაზე საიმედო ხერხი ხოჭოების მოსპობისა შუა საუკუნეებში,ოდესღაც და უკუნითი უკუნისმადეც არის და იქნება მზის შუქით მათი დაბრმავება”.
* * *
“ეს ცხოვრება უფრო ხანმოკლეა,ვიდრე თქვენ გგონიათ”.
* * *
“სიყვარულის ერთი სახეობა სპობს მეორე სახეობას,რამეთუ ადამიანი,თავისი ბუნებით,შიმშილს რომ მოიკლავს,საჭმელს აღარ ეკარება”.
* * *
“ალკალადმა საგანგებოდ გამოაცხადა,კინომატოგრაფი მხოლოდ აპარატია,ილუზიებს ქმნის და ხალხის მხრიდან ასეთ უდიერ მოპყრობას არ იმსახურებსო.ამ გამაოგნებელი ახსნა-განმარტების შემდეგ ზოგ-ზოგიერთებმა იფიქრეს,ალბათ ბოშების ხელი ურევია ამ საქმეში და ვიდრე არ შევუწირივართ,ჯობს კინოში აღარ ვიაროთ,ჩვენი უბედურება გვეყოფა და გამოგონილი ადამიანების გამოგონილ უბედურებაზე რაღად ვიმტვრიოთ თავიო”. (ავტორი გენია.ჯი)