ამონარიდი ნოდარ დუმბაძის “უცხოეთში წასვლის წინ წასაკითხი ნოველებიდან”

” – ერთი ყავა თუ შეიძლება კიდევ,ვიოლა, – შეუკვეთა თათიამ და განაგრძო:

- ჭურში ვზივართ,გენაცვალე.ევროპას ყავით უდგას სული,აბა,ჩვენ რომ მივუსხდებით მაგიდას ღორებივით და ვშთანთქავთ; ეს კატლეტიო,საცივიო,მწვადიო,ტოლმაო,სუკიო,შემწვარი სულგუნიო,ბორშჩიო,ჭყინტი ლობიოო…

მუშტისხელა ნერწყვი გადავყლაპე და თათიას მუდარით სავსე თვალები მივაშტერე – გეყოფა,ნუ შემშლი ჭკუაზე-მეთქი.თათია განაგრძობდა:

- ეჰ,ევროპა,ევროპა.შეხვალ კაფეში,გენაცვალე, და სადაა პური? – ეს უკვე ზედმეტი იყო.

პურის ხსენებაზე ენაზე დამბლა დამეცა,კისრის ძარღვები დაწყვეტამდე დამეჭიმა და პავლოვისეული რეფლექსები ერთად ებრდღვნენ ჩემს ლიმფურ თუ სანერწყვე ჯირკვლებს.

- ამიტომ არიან,გენაცვალე,ტანადები და ფეხადები,ნახე ბარდო,ნახე სილვანა,ნახე მერილინ მონრო და სოფია ლორენი, – თქვა ლულუმ,მერე ცარიელ თეფშზე ნეკით შეაგროვა ნამცხვრის ნამცეცები და მორიდებულად ჩაიყარა პირში.

- ცივილიზაცია,გენაცვალე,ცივილიზაცია…. როდის მივალთ იქამდე,პაპუასები ვართ,ნამდვილი პაპუასები,როგორც მიკლუხო მაკლაი იტყოდა,მაკლაი,პაპუა…

- პური! – დავიკვნესე მე.

- რა?! – მკითხა გაკვირვებულმა ვიოლამ.

- პატარა ნაჭერი პური და ყველი,თორემ გული წამივა,მშიერი ვარ წამოსული.

სალონში უკმაყოფილო და დამცინავი ჩურჩული ატყდა.ვიოლა სამზარეულოში გავიდა და იქიდან გამხმარი პურის ყუა და გაქვავებული ყველის ნაჭერი გამომიტანა.

- უკაცრავად,თენგიზ,სადილი არ გაგვიკეთებია,არც მეგონა…

- რას ამბობ,ვიოლა! – დავამშვიდე მე და პურს ვებრდღვენი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>