ჰერვინ მელვილის რომანიდან – “მობი დიკი”
“შენცა და მეც ოდესღაც უკვე შევასრულეთ ჩვენ-ჩვენი როლები ამ სპექტაკლში,რომელიც აქ მრავალი მილიონი წლით ადრე დაიდგა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რატომ ხარ უგუნური,როცა ასე იოლია გონიერი იყო? ყველას,ვინც საგნებს ცალი თვალით მაინც ხედავს,შეუძლია გონიერი იყოს”.
* * *
“დიდი სულელი ყოველთვის აგინებს პატარა სულელს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იქნებ კუბო,სასულიერო გაგებით,საბოლოო ჯამში,უკვდავების საცავია? საჭიროა ამაზე დაფიქრება”.
* * *
“მძაფრ სატანჯველში მოხვედრილი დიადი გულები ზოგჯერ ერთ წამში განიცდიან იმ პატარ-პატარა მწუხარებების მთელ ჯამს,რაც სუსტ ადამიანს ასე უმოწყალოდ აქვს გამოზომილი მთელი ცხოვრების მანძილზე. და ამიტომ ეს გულები,თუმც მათი ტკივილი ყოველთვის წუთიერია,თავს უყრიან მწუხარების საუკუნეებს,მთელი ცხოვრებისათვის საკმარისს.საუკუნეებს,ამ აუტანელი მწუხარების წუთებისაგან რომ შედგება; რამეთუ განზომილების უქონელი წერტილიც კი კეთილშობილი სულის ცენტრისა უფრო ვრცელია,ვიდრე სულმდაბალ ადამიანთა წრეები”.
* * *
“უბედურების ნამსხვრევების სიახლოვეს არც კვნესა შეიძლება და არც სიცილი”.
* * *
“თუ ღმერთებს საჭიროდ მიაჩნიათ,ელაპარაკონ ადამიანს,კეთილ ინებონ და პირდაპირ ელაპარაკონ,თავებს ნუ აქიცინებენ და დედაკაცური წილადობილათი ნუ გააწყალეს გული”.
* * *
“ფიქრი კადნიერებაა.მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ეს უფლება,ეს პრივილეგია.ფიქრს სიგრილე და სიმშვიდე სჭირდება,ჩვენი საწყალი გულები კი ძალზე ძალუმად ფეთქავს,ჩვენი ტვინი ძალზე გახურებულია საამისოდ”.
* * *
“საძაგელი ქარი! ადრე ალბათ ციხის დერეფნებსა და ტუსაღების საკნებში უბერავდა,უბერავდა საავადმყოფოების პალატებში,ახლა აქ მოფრინდა და ისე უბერავს,თითქოს უცოდველი კრავი იყოს.ძირს ქარი! მან უკვე შეირცხვინა თავი.მე რომ ქარი ვიყო,ამიერიდან ხელს ავიღებდი იმ ცოდვილ,გაიძვერა სოფელში ქროლვაზე.შევძვრებოდი სადმე ბნელ გამოქვაბულში და ვიჯდებოდი იქ.ქარი ხომ სახელოვანი და დიდია! განა ვინმეს დაუძლევია იგი ოდესმე? ყოველ ბრძოლაში მის წილად მოდის უკანასკნელი,შეუბრალებელი დარტყმა.მუშტმოღერებული მივარდები და, თავიდან ბოლომდე გაირბენ.ჰა! ლაჩარო,ქარო,შენ ამარცხებ შიშველ ადამიანს,მაგრამ თავად გეშინია,თუნდაც ერთადერთ დარტმას დაუხვდე.აქაბი რომ აქაბია,ისიც კი შენზე მამაცია და კეთილშობილი.ო,ქარს რომ სხეული ჰქონდეს; მაგრამ ყველაფერი,რასაც მოთმინებიდან გამოჰყავს ადამიანი და შეურაცხყოფს მას,უსხეულოა.თუმცა უსხეულოა მხოლოდ როგორც ობიექტი, და არა როგორც წყარო მოქმედებისა.ამაშია განსხვავება,მთელი ეშმაკური და ო,როგორი ბოროტი განსხვავება! და მე მაინც კვლავ ვიმეორებ და მზად ვარ ხატზე დავიფიცო,რომ არის ქარში რაღაც ამაღლებული და კეთილშობილური.აი,მაგალითად,ეს თბილი პასატები,ასე თანაბრად რომ დაქრიან კაშკაშა ლაჟვარდებში მთელი თავისი მტკიცე,ალერსიანი სიმძლავრით. და როგორც უნდა ლავირებდნენ და ტრიალებდნენ ზღვის ქვენა დინებები, და როგორც უნდა იხლართებოდნენ,როგორც უნდა ეხეთქებოდნენ აქეთ-იქით ხმელეთის დიადი მისისიპები,არასდროს არ გადაუხვევს თავისი მიზნისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)