ალფონს დოდეს დიდებული მოთხრობიდან – “ბალადები პროზად”

“მეფე რაღას იქმს? სად არის მისი უდიდებულესობა?.. მეფე მარტოდმარტო ჩაკეტილა ოთახში.ციხე-კოშკის ბოლოში… ხელმწიფეებს არ უყვართ,რომ ისინი ვინმემ მტირალნი ნახოს… აი,დედოფალი კი სულ სხვა საქმეა… ის პატარა უფლისწულის სასთუმალთან ზის,მშვენიერი პირისახე ცრემლებით აქვს დასველებული,ისე ხმამაღლა ქვითინებს ყველას დასანახად,თითქოს მეფართლის ცოლი იყოს.

თვალებდახუჭული უფლისწული მაქმანიან ლოგინში წევს,უფრო თეთრია,ვიდრე ბალიშები,რომლებზედაც ისაა მისვენებული.გეგონებათ,სძინავსო.მაგრამ არა: პატარა ბატონიშვილს როდი სძინავს… ის დედისკენ გადმობრუნდება და რაკი მტირალს ხედავს,ეუბნება:

- დედოფალო,რად ტირით? ნუთუ მართლა გგონიათ,რომ მოვკვდები?

დედოფალს სურს უპასუხოს,მაგრამ ცრემლი ახრჩობს.

- ნუ ტირით რაა,დედოფალო.თქვენ გავიწყდებათ,რომ მე უფლისწული ვარ და რომ უფლისწულებს არ შეუძლიათ ასე მოკვდნენ… (ავტორი გენია.ჯი)

დედოფალი კიდევ უფრო ხმამაღლა ქვითინებს და პატარა ბატონიშვილს შიში ეპარება.

- ჰეი, – ამბობს ის, – მე არ მინდა,რომ სიკვდილი მოვიდეს ჩემს წასაყვანად,მე შევძლებ,შევუშალო ხელი,რომ არ მოაღწიოს აქამდე.ამ წუთშივე მოიყვანონ ორმოცი უღონიერესი ლანცკნეხტი,დაე,ისინი დარაჯად დადგნენ ჩვენი საწოლის გარშემო… დაე,ასი დიდი პატრუქანთებული ზარბაზანი მზად იყოს ჩვენი ოთახის ფანჯრებთან და ვაი სიკვდილს,თუ ის ჩვენთან მოახლოებას გაბედავს!..

დედოფალი ნიშანს აძლევს,რათა ბატონიშვილს აამოს.მყის დიდი ზარბაზნების რახრახი გაისმის ეზოში,ოთახში შემოდის შუბ-ნაჯახით აღჭურვილი ორმოცი ახოვანი ლანცკნეხტი და კედლებთან მწკრივდება.ესენი ჭაღარაულვაშებიანი,ხნიერი მებრძოლები არიან.პატარა უფლისწული ტაშს შემოჰკრავს მათ დანახვაზე.ერთ მათგანს იცნობს და დაუძახებს:

 - ლორენ! ლორენ!

მოხუცი მეომარი ნაბიჯს გადადგამს საწოლისკენ:

- მე ძალიან მიყვარხარ,ჩემო ბებერო ლორენ… მოდი ერთი,შენი დიდი ხმალი დამანახვე… თუ ჩემს წასაყვანად სიკვდილი მოვიდა,ის უნდა მოკვდეს,ხომ მართალია?

ლორენი უპასუხებს:

- დიახ,ხელმწიფევ…

და მას მზემოკიდებულ ლოყებზე ორი დიდი კურცხალი გადმოუვარდება. (ავტორი გენია.ჯი)

ამ დროს პატარა უფლისწულს ეზოთმოძღვარი მიუახლოვდება,დიდხანს ელაპარაკება ხმადაბლა და ამასთანავე ჯვარცმას აჩვენებს.პატარა უფლისწული დიდად გაოცებული უსმენს,შემდეგ უცებ აწყვეტინებს:

- კარგად მესმის,რასაც მეუბნებით,ბატონო აბატო,მაგრამ ნუთუ ჩემს პატარა მეგობარ ბეპოს არ შეუძლია ჩემ მაგივრად მოკვდეს,თუ მას ბევრ ფულს მისცემენ?..

ეზოთმოძღვარი ხმადაბლა ლაპარაკს განაგრძობს,ხოლო პაწია ბატონიშვილს სახეზე მეტი და მეტი გაოცება ეხატება.

როცა მოძღვარი ათავებს,ბატონიშვილი ღრმად ამოიოხრებს და იტყვის:

- ყოველივე,რასაც თქვენ მეუბნებით,მეტად სამწუხაროა,ბატონო აბატო,მაგრამ მე ის მანუგეშებს,რომ ზემოთ,ვარსკვლავების სამოთხეში მე ისევ უფლისწული ვიქნები… ვიცი,რომ კეთილი ღმერთი ჩემი ბიძაშვილია და ჩემი ღირსების შესაფერისად მომეპყრობა.

შემდეგ დედისკენ მიბრუნდება და დაუმატებს:

- მომიტანონ ჩემი საუკეთესო ტანსაცმელი,ჩემი თეთრი ყარაყუმის წამოსასხამი და ხავერდის ფეხსაცმელი! მე მსურს,ანგელოზებს მორთულ-მოკაზმული შევხვდე და სამოთხეში უფლისწულის ტანსაცმლით შევიდე.

მოძღვარი მესამედ იხრება პატარა უფლისწულისაკენ და დიდხანს ელაპარაკება დაბალი ხმით… (ავტორი გენია.ჯი) მას თავისი სიტყვა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია,რომ გულმოსული ბატონიშვილი აწყვეტინებს:

- ეს რას ჰგავს, – ყვირის ის, – მაშ უფლისწულობა არაფრის მაქნისი ყოფილა!

და უფლისწულს არაფრის გაგონება აღარ სურს,ის კედლისკენ იბრუნებს პირს და გულამოსკვნილი ტირის”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>