ამონარიდები ედგარ ალან პოს მოთხრობებიდან…
“ვისაც ერთი წამის სიცოცხლე დარჩენია,რაღა აქვს დასამალავი”. – (ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველგვარი გამოკვლევის ცდომილებათა თავწყარო ის გარემოებაა,რომ ადამიანს არ შეუძლია სწორად შეაფასოს ან განსაზღვროს საგანი,რაკიღა ზუსტად ვერ გამოითვლის ხოლმე მანძილს საგნამდე”. – (სფინქსი)
* * *
“ადამიანის გონის შემსწავლელი მეცნიერება ხომ ამდენ გაუხსნელ ხლართებს გადაეყრება,მაგრამ ყველაზე უფრო ამაღელვებელი ის არის,მგონი,შეუმჩნეველი რომ დარჩა მრავალ სკოლას, – როცა ძალიან გვინდა დიდი ხნის წინ გარდახდომილის გახსენება,მხოლოდ მოსაგონარი ამბის სულ გარეთა სამანებს მივაღწევთ და მაინც ვერ მოვიგონებთ საბოლოოდ”. – (ლეგია)
* * *
“საკითხავი ის არის,იქნებ,უმაღლესი ჭკუა-გონებაა სიგიჟე,იქნებ,ბევრ რამეს,რაც დიდებულია,ყოველივე იმას,რაც ღრმაა,ფიქრის ავადობა აქვს საფუძვლად – ისეთი მდგომარეობა გონისა,რომლის კიდევ ამაღლება გონიერების წარხოცის საფასურია”. – (ელეონორა)
* * *
“ჰოი,რამდენი ტყუილი საბრუნავის მქონეა სიტყვა!” – (ლიგეა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მიცვალებულის დანაშაული არ განისჯება”. – (ეშმაკს თავზე ნუ დაენიძლავები)
* * *
“თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ჩავხედოთ ღვთის ხილულ საქმეებს,როგორღა გავისაკუთრებთ იმის უჩინარ ფიქრებს,ამ საქმეთა საფუძველი რომ არის? თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ მისი რეალური ქმნილებანი,როგორღა გავიგებთ იმის გუნება-განწყობილებასა და შემოქმედების საფეხურებს?” – (წინააღმდეგობრიობის ჭინკა)
* * *
“კაცი არც ანგელოსს,არც სიკვდილს არ დაემორჩილება სრულად,თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ”. – (ლიგეა)
* * *
“ვერ ნახავთ ისეთ კაცს,ვინც ხანდახან მაინც არ გატანჯულა”. – (წინააღმდეგობრიობის ჭინკა)
* * *
“რა საკადრისია კაცის დანიძლავება საკუთარ თავზე,ვითარცა ბანკნოტებზე”. – (ეშმაკს თავზე ნუ დაენიძლავები)
“ბნელ ველზე მიმავალს მოყვასის თანადგომა მჭირდება”. – (უილიამ უილსონი)
* * *
“აზროვნება გვამცნობს,თავი უნდა მოთოკოო”. - (წინააღმდეგობრიობის ჭინკა)
* * *
“ზოგჯერ ჩვენი ნათქვამი და მისი მნიშვნელობა ერთნაირი არ არის ჩვენს თვალში”. – (ეშმაკს თავზე ნუ დაენიძლავები)
* * *
“მრავალი და გასაოცარია სიკვდილისკენ მიმავალი გზა”. – (შეუცნობლის ანგელოზი) – (ავტორი გენია.ჯი)