ამონარიდები ამბროზ გვინეტ ბირსის მოთხრობებიდან…

” – სიკვდილი საშინელებაა! – და ეს წარმოთქვა კაცმა,რომელიც ირგვლივ სიკვდილს თესავდა”. – (ფილოსოფოსი პარკერ ადერსონი)

* * *

“მზის სპექტრის ორივე მხარეს ქიმიკოსებმა შეიძლება აღმოაჩინოს ის,რასაც აქტინურ სხივებს უწოდებენ.ესეც სხივი-ფერებია,განუყოფელი ნაწილი ხილული სინათლისა,რომელსაც ჩვენ ვერ ვარჩევთ.ადამიანის თვალი არასრულყოფილი ინსტრუმენტია; მისი დიაპაზონი “ქრომატული გამის” სულ რამდენიმე ოქტავას უდრის.არა,მე არ გავგიჟებულვარ; არის ფერები,რომელთა დანახვა ჩვენ არ ძალგვიძს”. – (წყეული არსება)

* * *

” – იცით,სიკვდილი, – თქვა მან ბოლოს, – ეს ხომ დანაკარგია,იმ ბედნიერების დანაკარგი,რაც ჩვენ გაგვაჩნია, და უფრო მეტი ბედნიერების იმედის დანაკარგიც.

- ისეთი დანაკარგი,რომელსაც ჩვენ ვერ შევიგრძნობთ,ალბათ იოლი გადასატანია და არც შეიძლება რაიმე წინათგრძნობა გაგვაჩნდეს მის მიმართ.თქვენ ალბათ დაჰკვირვებიხართ,გენერალო,რომ არც ერთ მიცვალებულს,რომელთა გვამებითაც მოფენილია თქვენი ჯარისკაცული ღირსების გზა,სახეზე არ ჰქონია აღბეჭდილი სინანულის რაიმე ნიშანი.

- თუ სიკვდილი არ აჩენს სინანულის გრძნობას,მაშინ სიკვდილთან მიახლოება და თავად კვდომა ნამდვილად ამაზრზენი გრძნობა უნდა იყოს იმისთვის,ვისაც საერთოდ არ დაუკარგავს შეგრძნების უნარი”.

- რასაკვირველია,ტკივილი ცუდი შეგრძნებაა.მე თვითონაც მეტ-ნაკლებად მიჭირს ხოლმე მისი გაძლება.მაგრამ რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს კაცი,მით უფრო ხშირად გრძნობს ტკივილს.ის,რასაც თქვენ კვდომის პროცესს უწოდებთ,ტკივილის უკანასკნელი შეგრძნება გახლავთ და მეტი არაფერი.არავითარი კვდომის შეგრძნება სინამდვილეში არ არსებობს”. – (ფილოსოფოსი პარკერ ადერსონი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ცრუმორწმუნეობისათვის დამახასიათებელი შიში,რაც ცოცხლებს ახასიათებთ მკვდრების მიმართ,მემკვიდრეობითი და უკურნებელი შიშია.ამ გრძნობის ადამიანს,ისევე არ უნდა რცხვენოდეს,როგორც მაგალითად არ რცხვენია იმის,რომ მემკვიდრეობით არ დაჰყვა მათემატიკის,ან თუნდაც სიცრუისადმი მიდრეკილების ნიჭი”. – (მიცვალებულის მცველი)

* * *

“ადამიანებმა,როგორც წესი,არაფერი ვიცით იმ ულმობელი კანონის შესახებ,რომელიც გარემოებებათა დამთხევავს განსაზღვრავს”. – (სტეილი ფლემინგის ჰალუცინაცია)

* * *

“დარდი ადამიანში ისეთ განსხვავებულ ძალებს აღვიძებს,როგორი განსხვავებულიც ის ინსტრუმენტებია,რომლებზეც სამგლოვიარო ჰანგებს აჟღერებენ.ზოგიერთი მკვეთრ,შემაძრწუნებელ ბგერებს გადმოსცემს,სხვები დაბალ,მწუხარე ჰანგებს,ზოგის ხმა დოლის ყრუ ბრაგუნივით ისმის.ასევეა უეცარი ელდა – ზოგს შეაძრწუნებს,ზოგს ადუნებს,ზოგს ისარივით განგმირავს,ზოგს გრძნობასა და გონებას უფხიზლებს,ზოგს კი აბრუებს,თითქოს დიდი ჯოხი დაჰკრეს თავშიო”. – (დაგმანული ფანჯარა)

“ჩვენ იმდენად გვჯერა ბუნების ჩვეულებრივი კანონების ჭეშმარიტების,რომ მათგან ოდნავი გადახვევაც კი მაშინვე გვაფრთხობს,თითქოს რაიმე შეუცნობელი უბედურება გველოდეს”. – (წყეული არსება)

* * *

“თავზარდამცემი შიში ადამიანმა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იმიტომ გადაიტანოს,რომ მერე სხვებს მოუყვეს”. – (დაგმანული ფანჯარა)

* * *

“ომში ჯარისკაცები შეტაკებებსა და შეტაკებებს შორის ყოველთვის მზად არიან,ცოტა გაიცინონ.უკანასკნელ გზაზე წასვლამდე განსაკუთრებით ფასობს ენამახვილობა”. – (წყეული არსება)

* * *

“ყველა ადამიანს ესმის,რომ მიცვალებულებს მოსვენების უფლება აქვთ მოპოვებული და მათზე ძალადობა და უხეშობა დაუშვებელია”. – (მიცვალებულის მცველი)

* * *

“რაც უნდა მოხდეს,ყოველთვის ისე მოიქეცი,როგორც შენი მოვალეობა მოითხოვს”. – (მხედარი ზეცაში) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>